ავტორი:

პირველი კადრები ფილმიდან, რომელშიც მერაბ ნინიძე ბენედიქტ კამბერბეტჩთან ერთად თამაშობს - პრემიერა გაზაფხულზე შედგება

პირველი კადრები ფილმიდან, რომელშიც მერაბ ნინიძე ბენედიქტ კამბერბეტჩთან ერთად თამაშობს - პრემიერა გაზაფხულზე შედგება

ფილმი, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანელ ვარსკვლავ ბენედიქტ ქამბერბეტჩთან ერთად თამაშობს, ეკრანზე 19 თებერვალს გამოვა. სწორედ ამ დღისთვის არის დაგეგმილი პრემიერა.

კინოსურათს The Courier ჰქვია. ის არის ისტორიული დრამა, რომელიც რეჟისორმა დომინიკ ქუქმა გადაიღო. კინოსურათში აღწერილია ნამდვილი ამბავი ბრიტანელ ბიზნესმენზე, რომელიც ეხმარება CIA-ის საბჭოთა ბირთვულ პროგრამაში შეღწევაში "ცივი ომის" პერიოდში.

Lionsgate ფილმიდან პირველ ფოტოებსაც ავრცელებს:

აღსანიშნავია, რომ მერაბ ნინიძე აღნიშნულ ფილმში შესრულებული როლით ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების BIFA-ს ნომინანტებს შორის იყო.

კინოკრიტიკოსები ფილმს მოუთმენლად ელიან და მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს

"ორი წამით დავინახე, ვიკითხე, ხომ კარგად არის-მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს..." - ირინა ბაირამაშვილი მშობიარობის შემდგომ გართულებულ კორონავირუსზე