ავტორი:

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქს ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდი იუწყება.

„გულითადად გილოცავთ მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენებას.

ყოვლისმპყრობელი ღმერთის ბრძნული განგებულებით იბერიის მიწაზე ოდესღაც მოყვანილმა, მან მის მცხოვრებლებს ღვთის სასუფევლის შესახებ აუწყა. უფლის ამ საოცარი მსახურის მიერ დათესილი რწმენის თესლი აღმოცენდა ერთ-ერთ უდიდეს და ფართო ხედ უძველეს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს მეოხებით, ყოვლადმოწყალე მაცხოვარმა გააძლიეროს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის სულიერი და ხორციელი ძალები, მოგმადლოთ უხვად ძალა მომავალ საწინამძღვრო საქმეებში. ქრისტეში ძმური სიყვარულით. კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“ - ნათქვამია წერილში.

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა