ავტორი:

"კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია... კამპანია მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას" - რას წერს შოთა დიღმელაშვილი გარეჯზე

"კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია... კამპანია მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას" - რას წერს შოთა დიღმელაშვილი გარეჯზე

მოძრაობა „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დავით გარეჯის სკანდალისა და კარტოგრაფების საქმის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაობთ:

"თითქოს რთული გასაგები არ უნდა იყოს: დავით გარეჯი ქართული ძეგლი და ჩვენი კულტურული იდენტობის შემადგენელია. ამავდროულად კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ხვდება, რადგან სტალინმა ასე გადაანაწილა მიწები, სანამ ქართველები მის სადღეგრძელოს ვსვამდით. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ დატოვა ტერიტორიული "ნაღმები", რასაც მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი ნაყოფიერად იყენებს და ყველაზე სასტიკად საქართველოს სჯის მისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო. რუსეთს არ სჭირდება ძლიერი დასავლური სახელმწიფო საკუთარ საზღვართან.

მთელი ეს დრო აზერბაიჯანი ანგარიშს უწევდა ვითარებას, გართულებების გარეშე მიდიოდა მოლაპარაკების პროცესი. რავი, არც ერთი საგარეჯოელი არ ვარსებობთ, ვისაც უდაბნოში ერთხელ მაინც არ გვიქეიფია. მეტიც, სკოლის ბანკეტების ტრადიციული ადგილია. მთვრალზე კომპლექსში გადაბარბაცებაც კი ამ "რიტუალის" არაფრით ღირსშესანიშნავი ჩვევა იყო. მოქმედებდა თვალის დახუჭვის პოლიტიკა. ფორმალიზაციაღა იყო დარჩენილი, რა პროცესიც დაუბრკოლებლად მიდიოდა.

ვითარება გაპრობლემდა მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და მოფაშისტო ჯგუფებმა წამოიწყეს კამპანია, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს, რომელიც თავის მხრივ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერებით დასრულდა. მანამდე რუსეთის მიერ პირდაპირ ან ირიბად მართული ჯგუფები აპროტესტებდნენ თურქეთის "ოკუპანტობას", რომელიც ერთადერთი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველოს საზღვრები შეთანხმებული აქვს.

კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია. პუტინის იმპერიის იდეოლოგის, დუგინის მიერ "რუსეთისთვის ხელსაყრელად" დახასიათებულმა ხელისუფლებამ შექმნა მომდევნო წინასაარჩევნო საქმე, აბა, ჟვანიას და პატარკაციშვილის საქმეები მერამდენედ უნდა ამოეწიათ. როგორც ერის ეკონომიკა და ჯანმრთელობა შესწირეს პოლიტიკურ მიზანშეწონოლობას, ისე შესწირეს კარტოგრაფების ცხოვრებაც და საქართველოს სტრატეგიული პოზიციებიც ამ მოლაპარაკებაში. ვინც ამას ვერ ან არ ხვდება და პროპაგანდის შექმნილ ისტერიაში აქტიურად მონაწილეობს, ნებსით ან უნებლიედ რუსეთის იმპერიის ასაწყობი პაზლის ფრაგმენტებს აწვდის პუტინს ხელში, რისთვისაც საქართველოს ისტორია მადლობას არ გადაუხდის - იმ შემთხვევაში თუ საერთოდ გადავურჩით სტალინის სადღეგრძელოებს".

"იქნებ გონს მოეგონ ეს ქვეყნები და გადახედონ ვაქცინაციის სტრატეგიებს..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუქში"

"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან

ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"