ავტორი:

"მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ასე არ ხდება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

"მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ასე არ ხდება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

მაიკლ გალერი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - ჩემი სპონტანური რეაქცია იყო - ეს სიმართლეა? მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ასე არ ხდება ჩემი სპონტანური რეაქცია ასეთი იყო - მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა, მთელი თავისი კავშირებით, უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ეს ასე არ ხდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

ევროპარლამენტარი ივანიშვილის შემცვლელზე, ირაკლი კობახიძეზეც საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ის ოპოზიციასთან დიალოგს შეძლებს.

"ჩვენ მისი წასვლა და მოსვლა რამდენჯერმე გვინახავს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის მიდის. ჩემი სპონტანური რეაქცია იყო - ეს სიმართლეა? მართლა 65 წლის ასაკში გადის პენსიაში? მას ეს მართლა სურს, თუ უკანა პლანიდან სურს გაძღოლა, იმის გათვალისწინებით, რომ დანიშნულ ადამიანებს ენდობა და ისინიც ენდობიან მას, მადლიერების ნიშნად - ამ პოზიციებზე ყოფნისთვის.

ვიმედოვნებ, ირაკლი იმ მდგომარეობაში იქნება, რომ ოპოციზიასთან ამ ეტაპზე აუცილებელი დიალოგი დაიწყოს. მეორე მხრივ, ვიმედოვნებდი, რომ ოპოზიციაც იმ მდგომარეობაში იქნება, რომ პასუხის გაცემას შეძლებს. მაშინ, როდესაც ყველაფერს კოვიდის საკითხი ფარავს და ყველა იმ პრობლემას ამძაფრებს, რაც გვაქვს, საუბარი დიალოგზე უნდა იყოს და არა კონფრონტაციაზე. როდესაც პოლიტიკა გაგრძელდება, ხალხი გააცნობიერებს ბიძინა მართლა პენსიაშია თუ უკანა პლანიდან მოქმედებს - ხალხმა ეს უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს. როგორც წესი, როდესაც თავმჯდომარედ ერთხმად გირჩევენ, იმის უფლებამოსილება უნდა გქონდეს, რომ გადაწყვეტილებები და მხარდაჭერა მიიღო, არ უნდა გქონდეს განცდა, რომ უკანა ეზოში სხვაა და იქიდან წყვეტს საკითხებს. თუმცა, ვნახოთ. ძალიან შორს ვარ იმისთვის, რომ კულისებს მიღმა დეტალებს ვიცნობდე. მაგრამ, როგორც ვთქვი - ჩემი სპონტანური რეაქცია ასეთი იყო - მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა, მთელი თავისი კავშირებით, უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ეს ასე არ ხდება“, - აცხადებს გალერი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი