ავტორი:

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

75 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მომღერალი, სახალხო არტისტი, თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

"გარდაიცვალა ბაბუაჩემი, თემურ წიკლაური" - ამის შესახებ მომღერლის შვილიშვილი ანდრო გოგიბედაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

წიკლაური კორონავირუსის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იყო და თითქმის ერთი თვე ებრძოდა ვირუსს. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ოჯახი, მეგობრები და შეიძლება ითქვას, მთელი საქართველო, იმედს არ კარგავდა და მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი მართვით სუნთქვაზე, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, მედიკოსების მცდელობები იმედს აძლევდათ, რომ თემურ წიკლაური გადარჩებოდა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ქართული სცენის არწივი" 1946 წელს კოჯორში დაიბადა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი 1967 წლიდან ფილარმონიის სცენაზე დგას. იყო ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, შემდეგ ანსამბლ "ივერიას" სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის, გიორგი ცაბაძის, ვაჟა აზარაშვილის, ალექსანდრე ბასილაიას დაუვიწყარ სიმღერებს.

2014 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში თემურ წიკლაურის სცენაზე მოღვაწეობის 45 წლის იუბილე აღინიშნა და დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავიც გაიხსნა...

AMBEBI.GE უსამძიმრებს თემურ წიკლაურის ოჯახს და მეგობრებს!

"დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებზე

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე