ავტორი:

"მელაშვილს ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე" - არქიმანდრიტი კირიონი

"მელაშვილს ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე" - არქიმანდრიტი კირიონი

არქიმანდრიტი კირიონი წლებია, იბრძვის დავითგარეჯის დასაცავად. ამ ხმაურიან საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხული მოძღვრის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. 24 წელზე მეტია, დავითგარეჯის მონასტერში მსახურობს და ვინ იცის, რამდენჯერ აქვს ფეხით შემოვლილი მთელი ტერიტორია. სწორედ ის იყო პირველი, ვინც ხმამაღლა ილაპარაკა ამ პრობლემაზე... მამა კირიონს ახლანდელი მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- მამა კირიონ, ციხიდან გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა, თქვენ რას იტყვით?

- ამაზე კომენტარს მარტო მე არ უნდა ვაკეთებდე. უპირველესად თქვენ, ჟურნალისტები, როგორც რიგითი ქართველები, უნდა პასუხობდეთ მას, როცა ქვეყნის ტერიტორიებზე გეუბნებიან, თქვენი არ არისო. გეგონება, ჟურნალისტები ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არ ხართ!

ინდოეთში მოხდა ასეთი ფაქტი - რამდენიმე მამაკაცმა ქალი გააუპატიურა, მერე ის ქალი გარდაიცვალა და მთელ ინდოეთში ერთი ადვოკატი არ მოიძებნა, რომელიც დამნაშავეებს დაიცავდა, ისეთი უზნეო და ამორალური იყო მათი საქციელი. ასეთივე დამოკიდებულება რატომ არ ჩანს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ? ყველა რატომ არ არის აღშფოთებული, როცა ვიღაც ეუბნება, 1740 მეტრი ტერიტორია, რომელიც გადის თხემზე, სადაც მოქცეულია მონასტრები უდაბნო და ჩიჩხიტური და ამ დრომდე შეუთანხმებელია, ჩვენი არ არისო?! კაცი სადავო ტერიტორიაზე ამბობს, აზერბაიჯანისააო! რა უბედურების წინაშე ვდგავართ, ვერ აცნობიერებს ქართველი ხალხი?

ეს კატასტროფაა და გვაჩვენებს, რომ თუ მსოფლიოში წესრიგი ოდნავ მაინც მოირღვევა, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არსებობას შევწყვეტთ.

- ივერი მელაშვილმა თქვენზეც ილაპარაკა. თქვა, რომ თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. ისიც დავინახეთ, საზოგადოების ნაწილი როგორი ოვაციებით შეხვდა ციხიდან მის გათავისუფლებას...

- მას ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე. მთელი ჟურნალისტთა კორპუსი მეუბნებოდა ამ ხნის მანძილზე, მამა კირიონ, ამ კაცს რაც არ უქნია, იმას რატომ აბრალებთ, ივერი მელაშვილს არსად უთქვამს, ეს მონასტრები საქართველოსი არ არის, ეს ხომ ცილისწამებააო. ამას მეუბნებოდნენ "ფორმულაში", "ტვ პირველში"... ვპასუხობდი, ამ კაცის ქმედებების მიზნობრიობას ამ შედეგამდე მივყავდით-მეთქი, ციხიდან გამოსული მელაშვილის განცხადება კი ჩემთვის იყო განგების, ღვთის წყალობა - ციხიდან გამოსულმა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ და გმირად შერაცხეს, საოცარი რამ გააკეთა. 13 წელი ეს მე ვერ ვქენი - ვერ ვათქმევინე სიმართლე, ვერც გამოძიებამ ათქმევინა, მან კი პირდაპირ ეთერში თქვა, ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის და რას ვედავებითო. წარმოგიდგენიათ?! ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი და სადავოა და ჩვენი არ არისო თქვა ადამიანმა, რომელიც 25 წელი ამ პროცესის მმართველი იყო, მისი უპირველესი მოვალეობა გახლდათ, დიპლომატიურ მაგიდასთან ქვეყნის ინტერესები დაეცვა. მას თავისი ქვეყნისთვის უნდა წამოეღო რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და ამის ნაცვლად ტერიტორიაზე, რომელიც იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით ჩვენია, გვეუბნება, ჩვენი არ არისო! მან უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება... გააგრძელეთ კითხვა

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი