ავტორი:

რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დგამენ, რათა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს.

“შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს. აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი და საკითხი უმაღლეს დონეზე დაისმება ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები.

საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და მიმართავს პარტნიორებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძი დაკავება „ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული“.

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის 12,5 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამოტანილი უკანონო განაჩენის თაობაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების შემადგენლობით გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა. შეხვედრაზე ჩვენი კომპეტენციების მიხედვით წარმოვადგინეთ დღემდე განხორციელებული საქმიანობა, ინტენსიური ნაბიჯები, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე. ეს შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომლის საფუძველზეც რუსეთს ერთმნიშვნელოვნად, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ჩვენს რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარრვევებთან დაკავშირებით. ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმ მიზნით, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველა უწყება ჩართულია იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ზაზა გახელაძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.

" დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს და იქნება ისე, როგორც წინა უკანონო დაკავების შემთხვევებში, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ერთიანი ამ მოთხოვნაში. ჩვენ ამას შევძლებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

"სპეციალური სამსახურიდან გაფრთხილება მივიღე, რომ თუ არ შევავსებ დეკლარაციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით მემუქრებიან" - დეკანოიძე

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია