ავტორი:

"კატა არ ვარ" - ონლაინ სასამართლო სხდომას ტეხასელი ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო: ახალი ინტერნეტჰიტი

"კატა არ ვარ" - ონლაინ სასამართლო სხდომას ტეხასელი ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო: ახალი ინტერნეტჰიტი

პანდემიის გამო საზოგადოების ნაწილი უკვე თვეებია დისტანციურად მუშაობს. ადამიანები ადაპტირდნენ შეცვლილ ცხოვრებასთან, თუმცა ყოველივეს თან ახლავს არაერთი უხერხული მომენტი, რომელიც ძირითადად კომპიუტერული ტექნოლოგიების მოხმარებასთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთ ასეთ უხერხულ სიტუაციაში ახლახანს ტეხასელი ადვოკატი, როდ პონტონი მოხვდა, რომელიც ონლაინ სასამართლო სხდომას Zoom-ის საშუალებით ჩაერთო, საინტერესო კი ისაა, რომ მას კატის ფილტრი ჰქონდა მორგებული და სერიოზულ გამომეტყველებიანი ადამიანების გარემოცვაში საყვარელი ფისოს ვიზუალით გამოჩნდა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Texas Judge Issues Zoom Warning After Lawyer Struggles With Cat Filter. via <a href="https://twitter.com/Storyful?ref_src=twsrc%5Etfw">@Storyful</a> <a href="https://t.co/efLh4eEVnR">pic.twitter.com/efLh4eEVnR</a></p>&mdash; David Clinch (@DavidClinchNews) <a href="https://twitter.com/DavidClinchNews/status/1359259361122656261?ref_src=twsrc%5Etfw">February 9, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ადვოკატს მოუწია იმის მტკიცება, რომ ნამდვილად ადამიანი იყო და არა კატა. როდ პონტონის თქმით, ის და მისი თანაშემწე ცდილობდნენ სხდომის განმავლობაში ფოლტრის გამორთვას - "მე კატა არ ვარ", - თქვა როდმა სხდომის მიმდინარეობისას.

მოგვიანებით, მოსამართლემ აღნიშნული ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: "თუ თქვენს კომპიუტერს ბავშვი იყენებს, სანამ ვირტუალურ მოსმენას შეუერთდებით, კარგად შეამოწმეთ Zoom-ის პარამეტრები და დარწმუნდით, რომ ფილტრები გამორთულია. ამ კატამ 394-ე საქმის განხილვაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა“, - დაწერა მოსამართლემ.

საინტერესო ისაა, რომ, "კატა ადვოკატის" გამოჩენისას სასამართლო პროცესის მონაწილე პირებს ღიმილიც კი არ მოჰგვრიათ.

როგორ გამოიყურება პანდემიის გამო ჩაკეტილი გუდაური - "მთის კურორტები არის გადასარჩენი, ეს ყველას გვეხება!"

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო