ავტორი:

"თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ" - ზაალ უდუმაშვილი

"თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ" - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად მივა, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ, "რადგან მათ ტაშით არავინ შეეგებება".

როგორც ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" აღნიშნა, ნიკა მელია მაგალითია იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს.

"გამოჩნდება გზა, წინასწარ ვერ გეტყვით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ჩვენთან პოლიცია მოვა, ტაშით ნამდვილად არ შევეგებებით! თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, რა თქმა უნდა, მათ სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ.

ასე მარტივად საქმე არაა და ეს "ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის. ჩვენ მხარეს სიმართლეა და როდესაც სიმართლე გიმაგრებს ზურგს, მაშინ ასჯერ უფრო ძლიერი ხარ, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ასე უკანონო ქმედებებს ახორციელებს. ბუნებრივია, ამ დროს ძალა შენც უნდა დაუპირისპირო! ნიკა მელია მაგალითია ზუსტად იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს" - განაცხადა უდუმაშვილმა.

"მეგრელი კაცი მაინც არ იყოს... სირცხვილი არ არის? ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს