ავტორი:

"ის ავად არის, გუშინ შეუძლოდ გახდა..." - ადვოკატი ითხოვს, გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ

"ის ავად არის, გუშინ შეუძლოდ გახდა..." - ადვოკატი ითხოვს, გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ

ქობულეთში, 14 წლის ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუის სოლომონ ცეცხლაძის ადვოკატი დავით საფარიძე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარიანი გირაოს სთავაზობს. როგორც ადვოკატი დავით საფარიძე აცხადებს, ბრალდება 76 წლის მამაკაცის მიმართ დაუსაბუთებელია და იგი მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ბრალდებულს სტენტი აქვს, გუშინ შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა საავადმყოფოში გადაყვანა. იგი ავად არის და უსამართლოა მის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. არ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, მოგეხსენებათ, რომ სოლომონ ცეცხლაძე თანამშრომლობს გამოძიებასთან", - აცხადებს ადვოკატი დავით საფარიძე.

საქმეზე გამოკითხულია, სკოლის ადმინისტრაცია და ასევე გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის კლასელები.

უზნაძის ქუჩაზე, სკვერში გაყინული მამაკაცი იპოვეს

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო - უწყების განცხადება

ქალაქ რენში დაკავებულია "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის კანონიერი ქურდები - რას წერს ფრანგული გამოცემა მასშტაბურ სპეცოპერაციაზე?