ავტორი:

სტრასბურგის სასამართლო რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

სტრასბურგის სასამართლო რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთს დაპატიმრებული ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მან მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობას ნავალნის გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად და მიუთითებს, რომ ეს ღონისძიება გამოიყენება დაუყოვნებლივ.

აქვე საუბარია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა განმცხადებლის სიცოცხლისთვის არსებული საშიშროების ხასიათი და დონე. სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესს მაშინ იყენებს, თუ განმცხადებლის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისთვის არსებულ საფრთხეებს ხედავს.

რუსეთის იუსტიციის მინისტრი, კონსტანტინ ჩუიჩენკო აცხადებს, რომ მოთხოვნა ალექსეი ნავალნის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ არ არის აღსრულებადი, რომ ის ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას და არ შეიცავს მითითებებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული მოთხოვნა ნავალნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უპრეცედენტოა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს არის სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო საქმიანობაში აშკარა და უხეში ჩარევა”, - აცხადებს მინისტრი.

"რომ მნახოთ,  გაგეცინებათ,  საკანში ჩონჩხი  დაბარბაცებს - ჩემი ანალიზებით ან რეანიმაციაში,  ან კუბოში უნდა ვიყო" - ალექსეი ნავალნის წერილი

ვლადიმერ ზელენსკი: "ბატონო პუტინო, მზად ვარ დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია უკრაინის"

საბერძნეთში ქართველები PCR ტესტის გაყალბებისთვის დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია დანაშაულებრივ ქსელზე?