ავტორი:

"სრულად დაიწვა პირველი სართული, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა, ვიყინებოდით..." - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც ხანძრიდან ერთ თვეში აღადგინეს

"სრულად დაიწვა პირველი სართული, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა, ვიყინებოდით..." - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც ხანძრიდან ერთ თვეში აღადგინეს

ერთმა არასასიამოვნო ფაქტმა შესაძლოა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. თუმცა, ისეც ხდება, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“. ასე მოხდა ჟურნალისტ ეკატერინე კაცაძის ცხოვრებაში. პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნი იყო გამოცხადებული, სრულად დაიწვა სოფელ ჩაჩუბეთში მდებარე მისი სააგარაკე სახლი. თუმცა ოჯახმა დიდი ძალისხმევის, შრომის შედეგად სახლი ერთ თვეში აღადგინა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ეკატერინემ ინტერიერის დიზაინი თავად დაგეგმა და ავეჯიც თავად განაახლა. შეიძლება ითქვას, სახლს მეორე სიცოცხლე აჩუქა.

- კვალიფიკაციით ელექტრო ინჟინერი ვარ თუმცა, არასოდეს მიმუშავია სპეციალობით. ჩემს პროფესიად ჟურნალისტობას მივიჩნევ. რაც თავი მახსოვს, სულ ამ სფეროში ვარ, მათ შორის, უკვე 20 წელზე მეტია საჯარო სამსახურის პრესცენტრის ჟურნალისტად ვმუშაობ. მიტაცებს კულინარია, კონდიტერია. განსაკუთრებით მიყვარს სადღესასწაულო ტორტების მზადება. სხვათა შორის, ეს ჩემი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო რთულ 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც მეუღლე 25 წლის ასაკში გარდამეცვალა და ორი მცირეწლოვანი შვილი დამრჩა გასაზრდელი.

- რამდენიმე თვის წინ არასასიამოვნო ფაქტი შეგემთხვათ, დაიწვა თქვენი საცხოვრებელი სახლი. მოგვიყევით ყველაფერი როგორ მოხდა?

- პატარა, ფინური კოტეჯის ტიპის სახლი, რომელიც თეძამის ხეობაში, სოფელ ჩაჩუბეთში მდებარეობს, იმდენადაა მოწყვეტილი ცივილიზაციას, რომ უახლოეს მაღაზიამდე 12 კმ. მაინც უნდა გაიარო. კორონას პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც გამოცხადდა ეპიდემია და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავედით, გადავწყვიტეთ, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, ჩვენს აგარაკზე წავსულიყავით.სულ რაღაც ორიოდე კვირის ჩასული ვიყავით, როდესაც ხანძარი გაჩნდა.

სრულად დაიწვა პირველი სართული. ძლივს მოვასწარით სახლიდან ორი მოხუცი ადამიანის და მძინარე ბავშვის უვნებლად გამოყვანა. შუაღამისას, ხანძრის ჩაქრობა საკუთარი ძალებით და ერთადერთი მეზობელი ოჯახის დახმარებით მოგვიწია, ვინაიდან სახანძრო მანქანა ამოსვლას, იმ მიუვალ გზებზე, ფიზიკურად ვერ მოასწრებდა.

ჯერ კიდევ ძლიერი ყინვები იყო. რა თქმა უნდა დავრჩით გათბობის, პროდუქტების და ავეჯის გარეშე. „ლოქდაუნი“ წინა დღის გამოცხადებული იყო, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ სამშენებლო მასალა გვეშოვა, მინიმალური იყო. ამ დროს უკვე აკრძალული იყო საქალაქთაშორისო მოძრაობა, რის გამოც თბილისში ვერ დავბრუნდებოდით. უნდა გვემოქმედა... ირიჟრაჟა თუ არა, რაიონული ცენტრისკენ გავემართეთ იმ იმედით, რომ სადმე რამეს მივაგნებდით. სარემონტო სამუშაოებისთვის გარკვეული მასალის ყიდვა მართლაც მოვახერხეთ.

- ვინ აღმოგიჩინათ დახმარება?

- კეთილი ადამიანების დახმარებით, სახლი დამწვარი ნივთებისგან, დილით უკვე დაცლილი დაგვხვდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა იმედის პირველი ნაპერწკალი, რომ ჩვენ შევძლებდით, ეს ადგილი ისევ მყუდრო ბუდედ გვექცია.

- ალბათ განსაკუთრებით რთული იყო დამწვარი სახლის აღდგენა. როგორ დაგეგმეთ ეს პროცესი და ყველაზე მეტად რა პრობლემებს წააწყდით?

- სიმართლე რომ გითხრათ, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა. ფაქტობრივად ვიყინებოდით. სწრაფად უნდა გვემოქმედა. ეპიდემიიდან გამომდინარე, არ გვინდოდა ოჯახში ხელოსნები მოგვეყვანა. გადავწყვიტეთ სახლი ჩვენივე ხელით გაგვეკეთებინა. მიზნად დავისახეთ, ის იმაზე ფერადი და ლამაზი ყოფილიყო, ვიდრე მანამდე იყო. ბუნებრივია, ამის იმედს და მთავარ ძალას, ერთ მუშტად შეკრული ჩემი ოჯახი მაძლევდა...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში "ბრიტანული შტამის" 3 შემთხვევაა დადასტურებული - "სერიოზული კვლევა მიდის, 31 ადამიანის შემთხვევაში დიდი ალბათობით მუტირებული შტამია"

"ფაიზერზე ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღი, "ასტრაზენეკასთან" კი კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ" - რა პასუხი აქვს მთავრობას ვაცინების შემოტანაზე

"ცხოვრებამ ეს სიმძიმე არ აკმარა..." - 15 წლის ნინი დიაკონიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება