ავტორი:

"როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლესო... სავარაუდოდ ნასვამი იყო" - რას ჰყვებიან გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე ადგილობრივები?

"როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლესო... სავარაუდოდ ნასვამი იყო" - რას ჰყვებიან გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე ადგილობრივები?

გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივები ახალ დეტალებს ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ფაქტი გვიან ღამით მოხდა.

როგორც ჟურნალისტებთან დაკავებულის მეზობელი ამბობს, ჩხუბის დროს მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.

"მე როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლეს, რომელსაც ბავშვი ეჭირაო. ჩამქრალი ღუმელი აიღო, ცოლმა ვერ აანთო ეტყობა და ესროლაო. ამ ბავშვს გულის პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. ბრალდებულს პირველ მეუღლესთან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ამჟამად მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ეს მეორე მეუღლეა" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც გურჯაანში ამბობენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებული ოჯახში ძალადობისთვის დააკავეს. ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ სამი თვის წინ მეუღლეს და შვილებს სცემა და პოლიციამ ის ერთი დღით დააკავა.

ცნობისთვის, გურჯაანში მშობლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა. ბავშვის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება, რის შედეგადაც გახდება ცნობილი, კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი უკვე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-მ 11 ნარკორეალიზატორი დააკავა - "ამოღებულია 45 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" და ფული"

"ხელიდან რომ გამომგლიჯა, ეტყობა არტერიაში მოარტყა... ბავშვს ახალი ნაჭამი ჰქონდა" - რას ამბობს დედა, რომლის 8 თვის შვილიც ცოლ-ქმრის ჩხუბის დროს გარდაიცვალა

თელავში, დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა