ავტორი:

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ტელეკომპანია „პირველში“ საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. ადგილზე შეკრებილ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოხდა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა „ტვ პირველში“ შეჭრას გეგმავს. მისი განმარტებით, მსგავსი სახის ინფორმაცია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"