ავტორი:

საპატრიარქო ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მცხეთაში, სასულიერო პირები მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების "გადასახადის" გადახდას აიძულებდნენ

საპატრიარქო ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მცხეთაში, სასულიერო პირები მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების "გადასახადის" გადახდას აიძულებდნენ

საპატრიარქო, ინფორმაციას თითქოს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ, სიცრუეს უწოდებს.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაციას.

„დღეს, 2021 წლის 11 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წმინდა ქალაქ მცხეთის სამღვდელოებას შეხვდა.

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს ცოტა ხნის წინ საჯარო სივრცეში გაჟღერებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თითქოს წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას.

საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ამ ინფორმაციას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამგვარი სიცრუის გავრცელება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაციას.

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დრო ემთხვევა წმინდა ქალაქ მცხეთისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს - ქალაქის მართვის გეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარკვეულ ეტაპს და, ცილისმწამებლების წარმოდგენით, უკავშირდება ამ პროექტის ზოგიერთ ქალაქგეგმარებით გადაწყვეტას.

ამასთან, ამგვარი ან მსგავსი პროვოკაციული ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიის მხრიდან მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია (როგორც პირადი გასაუბრების მეშვეობით, ისე ფოტო ან ვიდეომასალის მოწოდებით), რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთ ფაქტებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი

"4 ახალგაზრდა სანადიროდ იყო წასული, ერთი გაიყინა, დანარჩენები დახმარებას ითხოვენ" - უბედური შემთხვევა გომისმთაზე

ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა და 343 გამოჯანმრთელებული - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით