ავტორი:

"რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი" - ლიკა ევგენიძე

"რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი" - ლიკა ევგენიძე

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ევგენიძე ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნეგატიურ პოსტებს ეხმაურება.

ქართველმა სპორტსმენმა ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ საამაყო მოვლენაა, თუმცა საზოგადოების ნაწილს, სპორტსმენის ოჯახური სკანდალები უფრო აინტერესებს და მისი ყოფილი ცოლის ინტერესების დამცველები, სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე, ჩოგბურთელს მოძალადედ რაცხავენ.

არაადეკვატური მხარდამჭერები არც ნიკოლოზ ბასილაშვილს აკლია - ჩოგბურთელის წარმატებით აჟიტირებულები, მისი ყოფილი ცოლის მისამართით ცინიკურ კომენტარებს წერენ.

"გაოგნებული ვკითხულობ ბასილაშვილის გამარჯვებაზე გამოხმაურებებს... რანაირად გადაიზარდა მისი გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი. ყველაფერში არაადეკვატურები რატომ ვართ?! ბასილაშვილის გამარჯვება კი ნამდვილად გასახარია", - წერს ლიკა ევგენიძე.

ცნობისთვის დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. პირველი სეტი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტში გაათანაბრა და მესამე სეტიც მისი გამარჯვებით დამთავრდა. საბოლოოდ, ანგარიში სამ სეტში ბასილაშვილის სასარგებლოდ - 3:6, 6:1, 7:5 დაფიქსირდა.