ავტორი:

სომხეთი და არჩევნები - რა შანსები აქვს ფაშინიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს: "ეშინიათ, ივნისის ბოლომდე პრემიერი ვითარებას დაამშვიდებს"

სომხეთი და არჩევნები - რა შანსები აქვს ფაშინიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს: "ეშინიათ, ივნისის ბოლომდე პრემიერი ვითარებას დაამშვიდებს"

სომხეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა - 20 ივნისს მეზობელ ქვეყანაში ახალ ხელისუფლებას აირჩევენ, რამაც ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთში მიმდინარე კრიზისი უნდა განმუხტოს. ფაშინინიანმა ეს თარიღი რამდენიმე ოპოზიციური პარტიიის ლიდერებთან ცალკეული შეხვედრების შემდეგ გამოაცხადა.

ამ განცხადებაზე თავისი პოზიცია არ გამოუხატავს გაერთიანებულ ოპოზიციურ მოძრაობას, "სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა", რომელშიც ათობით პოლიტიკური პარტია და მოძრაობა ერთიანდება, მათ შორის, "რესპუბლიკური პარტიაც", რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლების მმართველი გუნდი იყო. ადგილობრივების თქმით, მათ რუსეთში ძალიან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავთ, ისევე, როგორც რუსეთს ჰყავს მათი სახით სომხეთში საიმედო საყრდენი.

აქამდე, მოძრაობის წარმომადგენლები მოქმედი ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარებას ითხოვდნენ, მიზეზი კი შედეგების გაყალბების თავიდან აცილებაა. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, "აყვავებული სომხეთის" თავმჯდომარე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ 20 ივნისს სომეხმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზას აირჩევს.

ქვეყანაში პერიოდულად იმართებოდა როგორც ოპოზიციის, ასევე, ხელისუფლების მხარდამჭერი ხალმხრავალი აქციები, რაც ყარაბაღის ომის შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებდა.

ახლახან, სომხეთის გენშტაბის უფროსმა, ონიკ გასპარიანმა, რამდენიმე მაღალი თანამდებობის სამხედროსთან ერთად ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა, რაც პრემიერმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. შედეგად, გასპარიანს თანამდებობის დატოვება მოუწოდა.

ახლა მთავარია, გაიზიარებს თუ არა, არჩევნების დანიშვნის იდეას რადიკალური ოპოზიცია. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, ფაშიანიანმა ამ პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებით დაგეგმა არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ პროცესებზეც ჰქონდეს კონტროლი.

Lragir.am--ის პოლიტიკური მიმომხილველის, აირა აირუმიანის მოსაზრებით, არჩევნების 20 ივნისს დანიშვნა სახელისუფლებო ინსტიტუტების სრული იგნორირებაა.

"არჩევნების დღეს აწესებს ცესკ-ო და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ვერც მოხვდეს პარლამენტში. ასეთი ვინ არიან - ფაშინიანი, წარუკიანი, ან მანუკიანი რომ არჩევების დღე თავად განსაზღვრონ?! და ბარემ არჩევნების შედეგებიც გამოაცხადონ წინასწარ, ხელს რა უშლით?!

არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მაშინ, როდესაც პარლამენტი გადაწყვეტს, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პრემიერი გადადგება. ამას კი, ცესკო წყვეტს და არა პრემიერი. ეს არის დემოკრატიის დაკნინება. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ მოცემულ სიტუაციაში არჩევნები არაფერში გვჭირდება, საჭიროა, ხელისუფლების დათხოვნა და ამის შემდეგ უნდა დაინიშნოს არჩევნების თარიღი", - წერს აირუმიანი სოციალური ქსელში.

ekhokavkaza.com-თან საუბარში პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი ამბობს, რომ თუ ხვალ არჩევნები დაინიშნება, ფაშინიანმა, იმ პირობებში, რაც ის სერჟ სარგსიანის დროინდელმა კონსტიტუციამ ჩააყენა, შესაძლოა, ხმების 30 %-ზე ოდნავ მეტი, ან სულაც ნაკლები აიღოს. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სახელისუფლებო გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეუძლია, სრულიად დასაშვებია ისიც, რომ ფაშიანიანი პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს.

"თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ხვალვე ჩატარდება არჩევნები, 20 ივნისამდე კი საკმაოდ დიდი დროა. საინტერესოა, იქამდე როგორ იმუშავებს ოპოზიცია და რეალურად, როგორი კანონებით გაიმართება არჩევნები. რაც შეეხება სომხეთის ე.წ. ელიტის პროტესტს - ახლა სომხეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ცხადია, ბევრი ცდილობს სათავისოდ ხელი მოითბოს, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების წევრებიც, თუმცა ვაზგენ მანუკიანი ერთადერთი არაა, სხვებიც არიან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს.

თუ ელიტის პროტესტზე ვსაუბრობთ, დიახ, მათ აქვთ ხელისუფლების შეცვლის სურვილი, ისევე, როგორც გენერლებს, ეკლესიას, მსახიობებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს. ეს პროტესტი საკმაოდ მასშტაბურია", - ამბობს ისკანდერიანი.

"ფაშინიამა განაცხადა, ყარაბაღის კონფლიქტი ამოწურული არ არისო და მაშინვე გამოცვივდნენ, ეს იმიტომ თქვა, რომ 20 ივინისამდე რეიტინგი დაიბრუნოსო... სინამდვილეში, ამ ე.წ, ელიტასა და გადაყენებულ გენერალიტეტს საერთოდ არ აღელვებთ ყარაბაღი, ერევნისა და თავიანთი კეთილდღეობის გარდა არაფერი ადარდებთ. მაგრამ ახლა მთავარია, ფაშიანინი და მისი ხელისუფლება მოიშორონ, ამისთვის ძალ-ღონეს და ფინანსებს არ ზოგავენ", - ამბობს Ambebi.ge-სთან ადგილობრივი რობერტ ართუნიანი.

"ფაშიანმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ნამდვილად უნდოდა ქვეყნისთვის უკეთესი, უფრო დამოუკიდებელი მომავალი. ამ კორუმპირებულთან შედარებით. სარგსიანის გენერალიტეტს "პატრიოტებად" მოაქვთ თავი. ჰგონიათ, მათ კისერზე არსებული დანაშაულები, არავის ახსოვთ. ეშინიათ, ივნისის ბოლომდე ფაშინიანი ვითარებას დაამშვიდებს და ისევ მოვა ხელისუფლებაში. ამიტომ ვერ ეგუებიქნ ამ თარიღს. რაც მეტი დაძაბულობა იქნება, მეტი შანსი აქვთ, რუსეთს კიდევ უფრო მიგვაბან...~ - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხარებელი ბორის ადამიანი.

"ასტრაზენეკა" - აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკი კი არ დადასტურდა

სახიფათო, მაგრამ შთამბეჭდავი სანახაობა ისლანდიაში - ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი "ცეცხლოვანი მდინარე" და მისტიკური ფოტოები

დონალდ ტრამპი, რომელსაც სოციალური ქსელების ნაწილმა ანგარიში წაუშალა, სოცქსელის საკუთარ პლატფორმას ქმნის