ავტორი:

"როგორ "აჯობეს" ქართველებმა ვიკინგს..." - რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები დანიელსონის ვიზიტსა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე?

"როგორ "აჯობეს" ქართველებმა ვიკინგს..." - რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები დანიელსონის ვიზიტსა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე?

საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ევროსაბჭოს ძალისხმევის შედეგად, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. "რა იქნება ხვალ?" - წერს რუსული მედია საქართველოში განვითარებულ პროცესებზე. ზოგიერთი რუსული გამოცემა ცდილობს, პრობლემა "სხვა კუთხით" წარმოაჩინოს. კონკრეტულად, ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლისა და დიპლომატის დაბალკვალიფიციურობაზე ირონიით მიანიშნებენ...

"როგორ "აჯობეს" ქართველებმა ვიკინგს" - ასე ეხმაურება ekhokavkaza.com-ის ჟურნალისტი ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი ფაქტს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოდან "ხელცარიელი" წავიდა.

"დაბრუნებას არა, მაგრამ საქმის დეტალების ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელამდე მიტანას დაჰპირდა, რომელმაც ქართველ პოლიტიკოსებთან - ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლი ითამაშა...

ორი ყველას წინააღმდეგ - ასე გამოიყურებოდა ფინალური სურათი, რომელიც რამდენიმედღიანი უშედეგო შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა. პარლამენტისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში შექმნილი ჩიხიდან გამოსავალზე პოლიტიკურ ოპონენტებთან უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუმცა რამდენიმე ათეულსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ვროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი იმედგაცრუებული დარჩა.

შვედ დიპლომატს, ფაქტობრივად, არც დაუმალავს, რომ გაოცებული დარჩა იმით, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთის მოსმენის სურვილი არ ჰქონდათ... დიპლომატმა თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ევროსაბჭო მზად არის, თბილისს დაეხმაროს, თუმცა ქართველმა პოლიტიკოსებმა პრობლემები თავად უნდა მოაგვარონ" - წერს გამოცემა.

eadaily.com-ის ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. სტატიის სათაურით, "იძულებითი კომპრომისები - ვის აძლევს ხელს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში", ავტორი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და პოლიტიკური მხარეების გაჯიუტების ახსნას ცდილობს.

"არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების დეპუტატების სავარძლებში ჩასმა ვერა და ვერ მოხერხდა. მართალია, საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი იმყოფებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დახმარებოდა, თუმცა ხანგრძლივი შეხვედრების შემდეგ, სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ არსებულ კოვიდ-პანდემიის ვითარებასა და რეგიონში შექმნილი გამოწვევების ფონზე, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, მნიშვნელოვან პრობლემებზე უნდა გააკეთონ კონცენტრირება" - წერს გამოცემა.

interfax.ru-ს ცნობით, მცდელობა, კრიზისი "ევროპული დიპლომატიით" მოგვარებულიყო. ჩავარდა.

"ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიტაციით გამართული შეხვედრა, უშედეგოდ დასრულდა..." - წერს გამოცემა.

ჩაშლილი მოლაპარაკებები დიდი ინტერესის საგანი გახდა რუსულ ინტერნერტსივრცეებშიც.

"რა იციან ევროპელმა დიპლომატებმა, უმჯობესი იქნებოდა სამხედრო დაპირისპირება გაემწვავებინათ რომელიმე მეზობელთან, სულაც შიდა კონფლიქტი განეახლებინათ და შემდეგ ჩარეულიყვნენ. ისე, როგორც სომხეთში გააკეთა პუტინმა, ლავროვის დიპლომატიის მაღალი კლასი, ტანკებით და კალაშინიკოვებით, ყველაზე ეფექტურია. მთელ რეგიონში უნდა დაინერგოს, რატომღაც ვერ ისწავლეს ქართველებმა..." - წერს ოლია კრილოვა.

"ცნობილია, რომ ქართველები ამაყი და ჯიუტი ხალხია. ეს ალბათ დანიელსონმა არ იცოდა და კლასიკური გაგებით დიპლომატია აწარმოა. ჩვენ კარგად ვფლობთ პატარა ერებზე ზეწოლის ხელოვნებას, ამის მაგალითია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა - დემოკრატიული პრინციპები კი არა, ყველა გზით ვცდილობთ, რუსულმა რბილმა ძალამ სასურველი შედეგი დადოს" - მიაჩნია სერგ მოსკვიჩს.

"ჩემს ქართველ მეგობრებს აღიზიანებთ, როდესაც ვეუბნები, რომ ჯერ შორს არიან დემოკრატიისგან. თუმცა, თავიანთი ქცევითა და ცხოვრების წესით, ყოველდღე ადასტურებენ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება, უფრო პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც სუსტი ეკონომიკა აქვს, ძალიან რთულია" - წერს ნიკოლ კლიცი.

"ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს" - თავდაცვის მინისტრი ოპონენტების ბრალდებებზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"