ავტორი:

შსს პოზნერის ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს ასაჯაროებს - "ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა"

შსს პოზნერის ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს ასაჯაროებს - "ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა"

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები კარანტინის წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებით მცდარია:

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს საქართველოში სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ვლაიმერ პოზნერმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ თბილისში ის არავის დაუჯარიმებია. ”მოსკოვში ვარ. ჩვენგან არავინ დაუჯარიმებიათ,“- უპასუხა პოზნერმა დაჯარიმების შესახებ დასმულ შეკითხვას.

სოფელ კაბალში მამაკაცი საკუთარი რესტორნის მიმდებარედ დაჭრეს

ფონიჭალაში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს

"გვაპატიეთ, ხალხნო, თუკი შეგიძლიათ...ერთი დღე არ გაგვიხარია..." - რუსუდან კერვალიშვილი