ავტორი:

"რასაც დასავლელი პარტნიორები ამბობენ, ყველას გეხებათ... კიდევ ცოტაც და რუსეთის ფაქტობრივ გუბერნიად ქცევის გარდა, შანსი აღარ დაგვრჩება" - ფირალიშვილი

"რასაც დასავლელი პარტნიორები ამბობენ, ყველას გეხებათ... კიდევ ცოტაც და რუსეთის ფაქტობრივ გუბერნიად ქცევის გარდა, შანსი აღარ დაგვრჩება" - ფირალიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და ხელისუფლებას და ოპოზიციას აკრიტიკებს.

ფირალიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს, რუსეთის ფაქტობრივ გუბერნიად ქცევის გარდა, სხვა შანსი აღარ დარჩება.

"უკვე აღარ ვიცი, ან ოპოზიციაში ან ხელისუფლებაში ვინმეს თუ შერჩა საღი აზრი. საით მიჰყავთ ქვეყანა? კიდევ ცოტაც და რუსეთის ფაქტობრივ გუბერნიად ქცევის გარდა სხვა შანსი აღარ დაგვრჩება. კიდევ ვინ უნდა მიგითითოთ, რომ ქვეყნის ბედი არ უნდა ანაცვალოთ პირად თუ კორპორატიულ ინტერესებს? რასაც დასავლელი პარტნიორები ამბობენ ყველას გეხებათ და ტყუილად იშვერთ ერთმანეთისაკენ ხელს.

ამ გულუბრყვილო პრ ხრიკებისა მხოლოდ ერთეულებს თუ სჯერათ. თავი ტყუილად მოგაქვთ ბისმარკებად და ტალეირანებად. მთელი თქვენი ნაყოფი ის იქნება, ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოებრივი ერი კი არა, ეგზოტიკური ეთნოსი ვართ და მეტი არაფერი" - წერს ფირალიშვილი.