„ბულბულაშვილს” სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ ის არის ნაძირალა, მატყუარა იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში გირაო და უსინდისოა, „პლინტუსს“ ქვევითაა მისი პროფესიონალიზმი და პროფესიული ღირსება. ყველა პროკურორი, რომელიც ამბობს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და გამოვა, არის ვიგინდარა, უვიცი, მატყუარა ან შეგნებულად ატყუებს ხალხს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნლისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველი დღე ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის, არის მძიმე ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის".
„არ არსებობს ნიკა მელიას შემთხვევაში საპატიმრო გირაო. გირაო გაუქმებულია და ყველა პროკურორი, რომელიც ამბობს: გადაიხადოს და გამოვა, არის ვიგინდარა, უვიცი, მატყუარა ან შეგნებულად ატყუებს ხალხს. პროცესი ასეთია - უნდა მოვიდეს პროცესზე, პროკურატურამ ან მეორე მხარემ უნდა დააყენოს შუამდგომლობა გირაოს ან საპატიმრო ღონისძიების შეწყვეტის შესახებ, მოსამართლემ უნდა დააკმაყოფილოს, პატიმარი უნდა გამოვიდეს და მერე იმ ვადაში გადაიხადოს ან არ გადაიხადოს. მარტივად, რომ ვთქვათ ჯერ უნდა გამოვიდეს ციხიდან და მერეა შესაძლო გირაოს გადახდა, ამიტომ ყველა პროკურორი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვინც ამას იძახის, არის შეგნებული მატყუარა და თუ ეს ასე არ არის, დამიდონ კანონი და მე ბოდიშს მოვუხდი და თუ ეს ასეა, გამოვიდნენ და თქვან, რომ იტყუებიან. კონსტიტუციასაც თავზე ახევენ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსაც და ეს ვიგინდარა "ბულბულაშვილი” ამას შვება უკვე მეორეჯერ. პატიმარია და პრაქტიკულად არჩევანიც არ აქვს მოსამართლეს. ნიკა მელია გააძევა სამი-ოთხი თვის წინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო პატიმარი და როდესაც ადამიანი პატიმარია, ის ირჩევს, ის წყვეტს უნდა თუ არა, რომ პროცესს დაესწროს. ნიკას, როგორც პატიმარს აქვს უფლება მოვიდეს პროცესზე ან არ მოვიდეს ამასაც ამბობს კანონი.
13-ში რა მოხდება, მე ვერ ვიმარჩიელებ, ამათ თავში რა მოიხარშება მე არ ვიცი. მე ვიცი ერთადერთი რამ, ყოველი დღე ნიკას პატიმრობის, ისევე როგორც გიორგი რურუას პატიმრობის, არის მძიმე ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის". "ქართული ოცნებისთვის", რომ ეს მძიმეა მე, რა თქმა უნდა, არ მადარდებს, მაგრამ მადარდებს, რომ ეს არის ქვეყნისთვის მძიმე. აქ რომ მოვიდა ეს „ბულბულაშვილი“, სადაც ვნახავ პირში ვეტყვი, რომ ის არის ნაძირალა, მატყუარა იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში გირაო და უსინდისოა, „პლინტუსს“ ქვევითაა მისი პროფესიონალიზმი და პროფესიული ღირსება, როდესაც ასე ურცხვად ცდილობს ხალხი მოატყუოს”, - განაცხადა უგულავამ.