ავტორი:

გუმათში, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებაა

გუმათში, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებაა

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა.

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში, „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან იმყოფებიან და აცხადებენ, რომ მათი მიზანია კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს. ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში აპირებდნენ დარჩენას, თუმცა პოლიცია ტერიტორიის დატოვებისკენ და გზის გახსნისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პოლიციამ მოხსნას "გუმათჰესთან" აღმართული ბლოკპოსტი და ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს, სადაც თვეების განმავლობაში კარვები ჰქონდათ გაშლილი.

"კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი" - ხათუნა ზახაშვილი

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა