ავტორი:

ტრაგედია ზესტაფონში - მოზარდს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

ტრაგედია ზესტაფონში - მოზარდს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

ზესტაფონში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში მოხდა.

დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისში,  კლინიკის კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა

მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს

ტრაგედია დიდ დიღომში - აივანის ჩამონგრევის შედეგად, 61 წლის ქალი გარდაიცვალა