ავტორი:

"სახლში ყოფნის დროს მდგომარეობა გაუარესდა... მომიწია საავადმყოფოში დაბრუნება" - რას წერს თინა ხიდაშელი კლინიკიდან?

"სახლში ყოფნის დროს მდგომარეობა გაუარესდა... მომიწია საავადმყოფოში დაბრუნება" - რას წერს თინა ხიდაშელი კლინიკიდან?

თინა ხიდაშელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაამარცხა, კვლავ კლინიკაშია. ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, სახლში ყოფნის დროს მდგომარეობა გართულდა და საავადმყოფოში ამიტომ დაბრუნდა.

"ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში. დიდი ხნის შემდეგ პირველად საინფორმაციოების ყურება გადავწყვიტე და ვფიქრობ გაოგნებული - როგორ ვცხოვრობდით გადახვევის ფუნქციის, ან უცხოური არხების გარეშე?ვიცი გაინტერესებდათ.

PS საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება ვინაიდან მდგომარეობა სახლში ყოფნის დროს გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ორივე ჯერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი"- წერს ხიდაშელი.