ავტორი:

"ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - რას წერს ჯაფარიძე "ფეისბუქზე"?

"ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - რას წერს ჯაფარიძე "ფეისბუქზე"?

ხვალ 12:00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ,- ამის შესახებ პარტიის გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე მისი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას ეხმაურება.

"პარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლო, ხვალ პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. საკითხს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, "ქართულმა ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითაც დაადასტურა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.

ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს - "თუ "ოცნება" კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ"

"ამ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს...  არანაირი საფუძველი არ იყო, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო" - პოლიტოლოგი

"ოცნებამ" ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა... რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს" - როგორ ეხმაურებიან თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში?