ავტორი:

"ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს" - მაშველებმა უცხოელ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს

"ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს" - მაშველებმა უცხოელ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს

მაშველებმა ორ უცხოელ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბორჯომში, გოგიას ციხის მიმდებარედ მყოფ ტურისტებს ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

დიდი ბრიტანეთის და ეგვიპტის მოქალაქეები ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა რთული რელიეფის გამო, უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

მეხანძრე-მაშველებმა გოგიას ციხის მიმდებარედ ორი მოქალაქე იპოვეს და უსაფრთო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს.მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე

"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?