ავტორი:

ქართველი მილიონერების შვილების "ლავ სთორი" - ვინ არის თემურ უგულავას ქალიშვილის რჩეული? (ფოტოები)

ქართველი მილიონერების შვილების "ლავ სთორი" - ვინ არის თემურ უგულავას ქალიშვილის რჩეული? (ფოტოები)

მილიონერ თემურ უგულავას მთელი საქართველო იცნობს. ბიზნესმენის პირადი ცხოვრების გარშემო საზოგადოებრივი ინტერესი ყოველთვის დიდია. უგულავას პირველი ქორწინებიდან თეო ფერაძესთან ორი შვილი, ქალ-ვაჟი ნუცა და გეგა ჰყავს. მეორე ქორწინებიდან ბაია დავითაიასთან ვაჟი. უგულავას კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან. მას ამ ეტაპზე უკანასკნელი ქორწინებიდან, ნინი ნებიერიძესთან ორი შვილი ჰყავს. მიუხედავად არაერთი ქორწინებისა, ცნობილია, რომ ბიზნესმენი შვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

ამჯერად მის პირველ შვილზე ნუცა უგულავაზე მოგიყვებით, რომელიც პირველი ქორწინებიდან შეეძინა. ნუცა უგულავა 2016 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და წლებია იქ ცხოვრობს.

მას არ უყვარს საჯაროობა და არასოდეს უსაუბრია მედიაში პოპულარულ მამაზე. უყვარს დახურული წვეულებები და ამბობენ, რომ მეგობრების წრეში პრივატ-ფართებს თავადაც ხშირად აწყობს. ნუცა დაკავებულია სათხილამურო სპორტით და გატაცებულია იოგათი. ფიზიკურად ძალიან ჰგავს დედას.

ნუცა აქტიურია ინსტაგრამზე, ხშირად აქვეყნებს ფოტოებს უმცროს და-ძმებთან და როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, კარგი ურთიერთობა აქვს დედინაცვალთან ნინი ნებიერიძესთან.

ნუცა უგულავა და ნინი ნებიერიძე

საქართველოში ჩამოსვლისას ნუცა აუცილებლად სტუმრობს მამის ცნობილ სასტუმროს ყაზბეგში. ნუცა უგულავას შესახებ არაერთხელ დაწერილა მედიაში, მაგრამ მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის მწირია.

რამდენიმე წლის წინ ნუცას დედა თეო ფერაძე გოგონას დაბადებას ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ასე იხსენებდა:

"ნუცა რომ გაჩნდა, დედაჩემთან ვცხოვრობდი და იმდენ დროს ვეღარ ვუთმობდი თემურს, რამდენსაც ბავშვს. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ეტყობა, რომ არ მენერვიულა, მიმალავადნენ, სხვა რომ ჰყავდა (მსახიობი ეკა ნიჟარაძე – ავტორი) მერე გავიგე. დავშორდით. მერე შევრიგდით. რადგან ჩემს თავსაც ვაბრალებდი, შანსი მივეცი. დავიწყეთ ცხოვრება თავიდან: ახალი სახლი შევიძინეთ, ყველაფერი კარგად იყო, მერე გეგა შეგვეძინა. მის ცხოვრებაში ჩნდება კიდევ სხვა ქალი (ბაია დავითაია – ავტორი). მერე ვიგებ, რომ იმ ქალთან (ეკა ნიჟარაძესთან – ავტორი) შვილი შესძენია. ეს გავიგე, ბავშვი უკვე ორი წლის რომ იყო. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ყველაფერი დარტყმა იყო – ძნელია, როცა იგებ, რომ შენს ზურგს უკან სერიოზული ამბები ხდება. მოკლედ, ხან ჩემთან იყო, ხან მასთან. ამ ქალმა სახლი აყიდვინა და ერთად დაიწყეს ცხოვრება. მოვიდა და პატიოსნად მითხრა: ასე აღარ შემიძლია, მირჩევნია გითხრა, რომ სხვასთან ვარო და წავიდა... ძალიან რთული პერიოდი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში, ძალიან…." - ამბობდა თეო ფერაძე.

ნუცა უგულავა და თეო ფერაძე

ნუცა უგულავას პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ორი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა შეყვარებულია და მისი რჩეული "ვისოლის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ლევან ფხაკაძის შვილი, ვასკა ფხაკაძეა. ვასკა წლებია, რაც პოპულარულია გოგონებში.

მილიონერის შვილზე ხშირად იწერებოდა მედიაში, რომ ქართველ მოდელ კატია ასათიანზე იყო შეყვარებული. მოგვიანებით წყვილი დაშორდა. რამდენიმე კვირის წინ ნუცა დუბაიში ისვენებდა, სადაც ასევე იყო ვასკა ფხაკაძე.

ვასკა ფხაკაძე მშობლებთან და დასთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი საერთო ფოტოებს არ აქვეყნებს, ვასკამ ინსტაგრამის სთორიში ნუცას ფოტო გამოაქვეყნა. მათთან ერთად ისვენებდა ვასკას პოპულარული და, ანი ფხაკაძეც. ნუცასა და ვასკას რომანზე თბილისურ ბომონდში ბევრ საუბრობენ. აღმოჩნდა, რომ თბილისის სასურველი სასიძო ამჯერად სასურველ სარძლოზე და მილიონერ თემურ უგულავას უფროს ქალიშვილზეა შეყვარებული.