ავტორი:

"ელისაშვილს, ხვიჩიას, მეგრელიშვილს და "ოცნების" დეპუტაციას გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ" - მელია

"ელისაშვილს, ხვიჩიას, მეგრელიშვილს და "ოცნების" დეპუტაციას გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ" - მელია

ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს ადამიანები თავს რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან?“- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მთავარ არხს“ სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, როდესაც ის საპატიმროს დატოვებს, ქართულ ოცნების" დეპუტაციას, ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს “სათანადო ყურადღებას მიაქცევს”.

“მინდა გამოვეხმაურო იმ სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“ და ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს ადამიანები თავს, რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან?

საუბრობენ, თითქოს, ვინაიდან მე უარი განვაცხადე მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, ამის შემდეგ ამოქმედდა სათადარიგო მექანიზმი - ამნისტია. წინააღმდეგ შემთხვევაში მელიას, რომ მიეღო ეს თანხა ევროკავშირისგან, ამნისტია არ იქნებოდა დღის წესრიგშიო. აი ამას ტირაჟირებს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, „ქართული ოცნება“, ელისაშვილი და იაგო ხვიჩია ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებენ.

ვერცერთ ეტაპზე ჩემზე გამარჯვება ვერ მოიპოვეს და პირიქით, რამდენჯერაც შემომიტიეს, იმდენჯერ გამაძლიერეს. ვერც დაჭერით დამაკლეს ვერაფერი კი არა, პირიქით, ვერც სხვადასხვაგვარი ცილისწამებით და ხვდებიან, რომ ამ პრინციპებს არ გადავუხვევ და ვარ ურყევი ჩემს იდეასთან მიმართებით.

ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და "ქართულ ოცნების" დეპუტაციას ვუყურებ, ბედნიერები არიან, ფიქრობენ, ბედისწერა მათით დაინტერესდა. გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, იმიტომ რომ ჩემთვის "ქართული ოცნება" და აი ეს ბატონები ერთი და იგივეა “, - აცხადებს მელია.

"შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს - დაგველოდოს ბატონი ირაკლი!" - ნიკა მელია კობახიძეს პასუხობს

"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში" - ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე

"ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას" - რას ამბობენ უმრავლესობის ლიდერები თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ