ავტორი:

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი, კახი კავსაძე გარდაიცვალა. კავსაძე 85 წლის იყო. მან კორონავირუსი გადაიტანა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, კვლავ კლინიკაში მოათავსეს.

კვირების განმავლობაში ის საავადმყოფოში მკურნალობდა.

კავსაძის გარდაცვალების შესახებ რუსთაველის თეატრის "ფეისბუქ' გვერდზეც წერენ:

"რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

კახი კავსაძე დაიბადა 1935 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1959 წლიდან."

ინფორმაციისთვის, კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა. მან 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( "ღვთაებრივი კომედია“ ), თავადი კოწია ( "გუშინდელნი“ ), დევდარიანი ( "საბრალდებო დასკვნა“ ), ილიკო ( "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ), სიმონ ჩაჩავა ( "კავკასიური ცარცის წრე“ ), ლორდ ჰასტინგსი ( "რიჩარდ III“ ), კენტი ( "მეფე ლირი“ ), რასპუტინი ( "კვაჭი კვაჭანტირაძე“ ), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).

"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი

"დიახ, ზიანი მომაყენეს, დაჭრილი ვიყავი, მაგრამ თავიდან დაბადება შევძელი" - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილთან სკანდალური დავის შემდეგ

"ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა...სიყვარულია ის, რაზეც დგას ქვეყანა" - ინტერვიუ კახი კავსაძესთან არქივიდან