ავტორი:

"ერთი გაფრენა მართლა გავაფრინე... მე და ჩემს შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც დაგვჭირდა" - ცნობილი ექსპერტი ციხეში გატარებულ უმძიმეს პერიოდსა და ყოფილ ხელისუფლებაზე

"ერთი გაფრენა მართლა გავაფრინე... მე და ჩემს შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც დაგვჭირდა" - ცნობილი ექსპერტი ციხეში გატარებულ უმძიმეს პერიოდსა და ყოფილ ხელისუფლებაზე

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ხელში არაერთმა ხმაურიანმა საქმემ გაიარა. დამოუკიდებელი ექსპერტის დადებული დასკვნები ხშირად ცვლიდა საქმის ვითარებას. ამბობს, რომ ურთულესი სიტუაცია დახვდა ამ სფეროში, როცა ის ლენინგრადიდან (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგიდან) სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ ბევრი იბრძოლა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შესაქმნელად.

- ქალბატონო მაია, პანდემია ექსპერტიზების ჩატარებაში ხელს ხომ არ გიშლით?

- ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობ ექსპერტიზებზე, ძირითადად - დისტანციურად, ვიღებ დოკუმენტებს ადვოკატებისგან და ამ დოკუმენტებზე ვმუშაობ. პანდემიის პერიოდში გვამის ექსპერტიზაში მონაწილეობა რისკებიდან გამომდინარე არ მიმიღია, თავი შევიკავე. თან, სამწუხაროდ, მამა გარდ ამეცვალა კოვიდით. დედაც საკმაოდ მძიმედ იყო, კარგი სპეციალისტების წყალობით გადარჩა... დახურულ სივრცეში გვამის ექსპერტიზა მაინც საშიშია და თავს უფლება მივეცი, არ მიმეღო ამ ვითარებაში მონაწილეობა. ცოცხალ პირთა ექსპერტიზას ჩვეულებრივ ვატარებ.

- გვამზე მუშაობა რთული არ არის?

- მე ჩემი ფილოსოფია მაქვს სიკვდილ-სიცოცხლეზე. ეგზისცენტრიალური თემები ყოველთვის მაინტერესებდა. როდესაც ქირურგიაში ადამიანის შინაგან ორგანოებს ნახულობ, ამას უკვე ეჩვევი და აღარ იღებ იმ გარდაცვლილს მიცვალებულად. ის არის ჩვეულებრივი პაციენტი, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ცოცხალს შეუძლია თქვას, რა აწუხებს. სულის უკვდავების რწმენამდე მივედი ჩემი სპეციალობით. სული არსებობს და ამაში ეჭვი აღარ მეპარება. ზოგადად, ძალიან მინდოდა ქირურგობა, მაგრამ მაშინ ჩაწყობის გარეშე მუშაობას ვერ დაიწყებდი. ეს რომ ვერ მოხერხდა, ამიტომ წავედი ლენინგრადში სამუშაოდ. თავიდან სასწრაფოში ვმუშაობდი, იქ ჩავიხედე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში და ამ პროფესიას გავყევი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და იქ პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. ჩემი სპეციალობა პათანატომიისგან განსხვავდება.

აქ არის ნაძალადევი სიკვდილი და სხეულის დაზიანებები. ხოლო პათანატომები დაავადებებს სწავლობენ. უფრო სხვა სპეციფიკაა, მაგრამ მაშინ მე მომიწია პათანატომიის სწავლაც... საქართველოში როცა დავბრუნდი და ექსპერტიზის ბიუროში ვმუშაობდი, მაშინ გამიჩნდა იდეა, დამოუკიდებელი ყოფილიყო ექსპერტიზა, მართალი გითხრათ განსხვავება რომ ვნახე მაშინდელ ქართულ ექსპერტიზასა და იმჟამინდელი ლენინგრადის ექსპერტიზას შორის, გავოცდი. მათი მუშაობის სტილმაც გამაკვირმა. სულ ვამბობდი, ამისთვის ვისწავლე-მეთქი?

- საქართველოში როდის დაბრუნდით?

- ყოფილ ლენინგრადში ჩემი ბინა მქონდა, მოქალაქეობაც და სამსახურიც. მე და ჩემი ქალიშვილი ერთად ვცხოვრობდით. მაშინ პირველ მეუღლეს გაშორებული ვიყავი. ჩემი შვილი იქ დადიოდა სკოლაში. ზვიად გამსახურდიას დროს ძალიან რთული პროცესები დაიწყო აქაც და იქაც. იქ მიდიოდა, ასევე, ებრაელების და კავკასიელების დარბევები. შიში იყო თავდასხმების. ქართველები სულ ვცდილობდით გარიდებას, რომ არ აღმოვჩენილიყავით მათი თავდასხმის ობიექტები. მართლა დიდი არეულობა იყო, ამიტომ ჩემი ქალიშვილი უფრო ადრე გადმოვიდა საქართველოში, ჩემს მშობლებთან. თან იქ რთული კლიმატია. სულ წვიმები. მე ბრონქიტისგან ჩინური ნემსებით კი განვიკურნე, მაგრამ ბავშვს ხომ ვერ გავუკეთებდი. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩემი შვილი გამოვუშვი, კლიმატიც იყო. ჩემი გოგონა რუსულ სკოლაში დადიოდა, მაგრამ მამაჩემს უთხრეს, პრობლემები შეგექმნება, თუ ქართულ სკოლაში არ შეიყვანო და მამამ გადაიყვანა ქართულში. მეხუთე კლასში იყო ბავშვი, ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დავძლიეთ ეს პრობლემაც.

მერე დაიწყო ასეთი კამპანია, რომელი ქართველებიც რუსეთში ცხოვრობენ, მოღალატეები არიანო. რაც მთავარია, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ კავშირი სახელმწიფოებს შორისაც გაწყვეტილიყო და საქართველოში დავბრუნდი... მაშინ აქ ექსპერტიზის ბიუროს შენობა ავლაბარში იყო, ნახევრად დანგრეულ შენობაში დავიწყე მუშაობა. საოცარ პირობებში ვიყავით, ასეთი რამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. საქმისადმი მიდგომაც სულ სხვა, ჩემთვის ბევრი რამ აბსოლუტურად უცხო იყო... მაშინ დამებადა იდეა დამოუკიდებელი ექსპერტიზის. რამდენიმე წელი ამისთვის ვიბრძოდი. გია მეფარიშვილმა დაწერა მაშინ ახალი კოდექსი და საკანონმდებლო დონეზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა შეიქმნა. იდეაც ჩემია, ნაომარიც ჩემია და მიხარია, რომ ეს მაშინ შევძელით.

- ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად როგორ აღმოჩნდით?

- ამ დროს უკვე იყო შექმნილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა და არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით ვმუშაობდი. გრანტებს ვიღებდი და სოციალურად დაუცველებისთვის რეგიონებში ვაკეთებდი ექსპერტიზას უფასოდ. გადახდა უჭირდა ხალხს და უფასოდ დავდიოდი. ახლაც მეცინება, რომელ რაიონში სად რა მოსახვევია, ყველაფერი ზეპირად ვიცი. შეიძლებოდა, დილით ბათუმში ვყოფილიყავი და საღამოს - კახეთში....წაიკითხეთ სრულად

"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა