ავტორი:

"გახარია პოლიტიკური კეთროვანია" - დავით ბერძენიშვილი

"გახარია პოლიტიკური კეთროვანია" - დავით ბერძენიშვილი

ჩემთვის გახარია პოლიტიკური კეთროვანია, 20 ივნისის სახე და ამ დანაშაულზე მთავარი პასუხისმგებელია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რითაც გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნებას ეხმიანება.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, „გახარიას წარმოჩენა უკვე ძლიერ მესამე ძალად ღიმილის მომგვრელიცაა და პოლიტიკურადაც მცდარი მიდგომაა”.

„მოცემულობად გახარიას გასაღება გამოკვეთილ და მზარდ მესამე ძალად, რომლის გარეშე ხელისუფლება ვერ ჩამოყალიბდება, უპასუხისმგებლო პოლიტიკური დღის წესრიგია.

გახარიას ვინც შესაძლო პარტნიორად მოიაზრებს ოპოზიციაში, პოლიტიკის ანა- ბანა ვერ უსწავლია.

ჩემთვის გახარია პოლიტიკური კეთროვანია, 20 ივნისის სახე და ამ დანაშაულზე მთავარი პასუხისმგებელია.

ეტყობა, ეს კითხვაც უნდა დაისვას - ოპოზიციიდან თუ ხელისუფლებიდან ვინ აპირებს გახარიასთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგად?“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.