ავტორი:

დღის ფოტო - წყლის თოფებით შეიარაღებული "გირჩის" წევრები "ნაცმოძრაობის" მოლოდინში...

დღის ფოტო - წყლის თოფებით შეიარაღებული "გირჩის" წევრები "ნაცმოძრაობის" მოლოდინში...

"გირჩის" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, დაპირებისამებრ, წყლის თოფებით ელოდებიან. სახალისო ფოტო პარტიის "ფეისბუქ-გვერდზე" ვრცელდება.

"ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით. მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, ვიფიქრე პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო. ისე, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას," - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია პარლამენტში შევა.

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"