ავტორი:

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლას ბოთლები კამერებისგან მოშორებით დადგა და შეკრებილ საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა, გამაგრილებელი სასმელების გიგანტის საბაზრო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა ამ კრიზისს არ უკავშირებენ რონალდუს ქმედებას და როგორც "გარდიანი" წერს, ყოველივე უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა.

რონალდუს აღნიშნული ქმედებისთანავე კოკა-კოლას აქციების ფასი 1,6%-ით გაუფასურდა, ხოლო კოკა კოლას საბაზრო ღირებულება 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

კოკა-კოლა ვერო 2020-ის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. კომპანიამ რონალდუს ქმედებას განცხადებით უპასუხა. "ყველას აქვს უფლება, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე სასმელს განსხვავებული გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის სპიკერმაც - "მოთამაშეებს პრესკონფერენციებზე ვთავაზობთ წყალს, ისევე როგორც კოკა-კოლას და კოკა კოლას შაქრის ნულოვანი შემცველობით“, - აცხადებს ჩემპიონატის პრესსპიკერი.

კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვე ფეხბურთში გარდა იმისა, რომ საუკეთესო ფეხბურთელია, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. "ინსტაგრამზე" ფეხბურთელის გამომწერთა რაოდენობა 300 მილიონს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ ევროპის ჩემპიონატის პირველივე თამაშში დუბლი გაიფორმა. პორტუგალიისა და უნგრეთის დაპირისპირება პორტუგალიელების გამარჯვებით - 3-0 დასრულდა, საიდანაც 2 გოლი კრიშტიანუს ანგარიშზეა.

ამავე თემაზე: რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა

ჯო ბაიდენს ძაღლი მოუკვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა