ავტორი:

"დაბადების დღეს გილოცავ, ნონა" - ლეო მესიმ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური აჩუქა

"დაბადების დღეს გილოცავ, ნონა" - ლეო მესიმ ლეგენდარულ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური აჩუქა

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საჩუქრად საკუთარი მაისური გამოუგზავნა. მაისურზე მესის ავტოგრაფია: "დაბადების დღეს გილოცავ, ნონა".

''ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი პრიზების მუზეუმში მესის მაისური თავის ადგილს დაიკავებს. მახსენდება მესისთან ინტერვიუ, თბილისში ჩამოსვლამდე მას საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. თბილისში შესანიშნავად ითამაშა, გოლები გაიტანა, მართლა კარგი მატჩი გამოვიდა. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტული მოიგოს'', - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

საჩუქარი ლეგენდარულ მოჭადრაკეს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა გადასცა.

''მესიმ იცის ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის შესახებ. მან იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი ლეგენდარული მოჭადრაკე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. როცა მან გაიგო, რომ ნონას 80 წელი უსრულდებოდა, ფიდეს გადმოუგზავნა მაისური საკუთარი ავტოგრაფით'', - აღნიშნა აკაკი იაშვილმა.

ცნობილია, რომ მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტგზის გამარჯვებული ნონა გარინდაშვილი ზოგადად "ბლაუგრანასა" და მესის დიდი გულშემატკივარია. გაფრინდაშვილი ლეო მესის მსოფლიოს თანავარსკვლავედში პელესა და მარადონას გვერდით აყენებს.

"არ მომწონს, როცა მთელი გუნდი დაცვაში დგება. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი დანარჩენი პლუსია. ადარებენ ხოლმე, ვინ უფრო ძლიერია, პელე, მარადონა, მესი, რონალდო. თაობებს შორის დიდი სხვაობაა, ყველას თავისი დრო აქვს და ძალიან რთულია, შეადარო. მესი და რონალდო რომ შეადარო, სხვა ამბავია, ერთი თაობაა. როცა მოჭადრაკეებზე მეკითხებიან, ვის რომელ ნომრად დავაყენებ, ვპასუხობ - როგორ განვასხვავო? ყველას თავისი ისტორია აქვს და თავისი წვლილი შეტანილი.

დღევანდელი ფეხბურთი კი სულ სხვა დონეზეა, ბევრად საინტერესო თამაშებია და სულ სხვა მიდგომა. მთავარია, ორივე გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს, ეს ყველას მოსწონს", - ამბობდა პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ნონა გაფრინდაშვილი.

თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სქართველოს ჭადრაკის ფედერაცია:

"ფეხბურთის ლეგენდის საჩუქარი ჭადრაკის ლეგენდას! 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს ხუთგის ჩემპიონს, ნონა გაფინდაშვილის ლიონელ მესიმ თავის ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი იუბილარს საერღაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა!

ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა: ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!

ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს - ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის განმავლობაში მესიმ 34 ტიტული მოიგო და 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა", - აღნიშნულია ფედერაციის გვერდზე.

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილბას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით