ავიაკომპანია SkyUp-ის თვითმფრინავი, კიევი-ბათუმის რეისი, 24 ივნისს ბორისპოლის აეროპორტში აფრენის შემდეგ მალევე დაეშვა, რადგანაც ბორტზე წნევა დავარდა.
თვითმფირნავის სალონში გადაღებული ვიდეო იქ მყოფმა ადამიანებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
მედიის ცნობით, ფრენის საწყის ეტაპზე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს დაშორდა, 20 წუთში, მგზავრებმა დამწვრობის სუნი იგრძნეს, შემდეგ კი ჟანგბადის ნიღბები ჩამოვარდა და მგზავრებმაც ისარგებლეს.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ექსპერტები მუშაობენ და დაადგენენ, თუ რამ გამოიწვია ყოველივე.
ნახეთ ვიდეო: