ავტორი:

მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

ქართველი მხატვრი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო

ზურაბ ნიჟარაძე მეოცე საუკუნის 50-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდობაშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების გამო, მეგობრებმა ასოციაციურად პაბლო პიკასოსთან დააკავშირეს და მას მეტსახელად „პიკო“ შეარქვეს.

სხვადასხვა წლებში მხატვრის პერსონალური გამოფენები ეწყობოდა როგორც საქართველოში, ისე გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის, საგამოფენო სივრცეებში. ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ასევე ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

საქართველოს სახალხო მხატვარი რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყო.

ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ქართულ საზოგადოებას", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მსგავსი შემთხვევების დროს, ჩოგბურთელებს შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ...რაც ვიცი, კარგი არაა" - რას ამბობ ენდი მარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი იუბილარია - როგორ მიულოცა მეუღლემ დაბადების დღე

"მე მიშიკოს ვეძახი... ჩვენს შორის იყო დიდი მიჯაჭვულობა. ფაქტობრივად, ძმასავით იყო, ჭკუას მარიგებდა" - რას ჰყვება გიული ალასანია ექსპრეზიდენტ შვილზე?