ავტორი:

"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?

"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?

"კადიროვის ეფექტი" - აშენდება თუ არა საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზა?" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა kavkazr.com და ეხმიანება ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ინიციატივას, რომლის შესახებაც პუტინის ფავორიტი ბოლო რამდენიმე წელია საუბრობს.

საუბარია ჩეჩნეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომლის შესახებაც კადიროვი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა..."

2019 წელს ამ პროექტის ხელსაყრელობაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. სავარაუდოდ, ამით იყო განპირობებული კადიროვის განცხადებაც იმის შესახებ, რომ "ამ პროექტს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბიუჯეტით, დამოუკიდებელი სახსრებით ვერ გაწვდებოდა."

  • კადიროვის თქმით, საუბარია ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ 1998 წელს აგებულ გზაზე, რომელიც ჩეჩნეთის რაიონული ცენტრის სოფელ იტუმ-კალედან იწყება და არღუნის ხეობის გავლით, ჩეჩნეთს საქართველოსთან მოკლე გზით აკავშირებს. ამ მანძილის დაფარვა მცირე დროში შეიძლება.

kavkazr.com-ის ცნობით, ჩეჩნეთის მხარეს ეს გზა 1998 წელს აშენდა - "როდესაც მოსკოვისა და თბილისისთვის მოულოდნელად, ჩეჩნეთის გზის სამშენებლო ტექნიკამ მდინარე არღუნი გადალახა და საქართველოს ტერიტორიაზე, სოფელ შატილში დაიწყო გზის მშენებლობა, თბილისმა კატეგორიულად მოსთხოვა გროზნოს ტერიტორიის დატოვება. ინციდენტიდან მცირე დროში საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტმა მუდმივი საგუშაგო პოსტი გახსნა, ქედს იქით, რუსეთის სასაზღვრო უწყებამ გახსნა ბაზა", - წერს გამოცემა.

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობას რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდება, მაგრამ ის "დაცლილ სოფლებსა და ქალაქებს გააცოცხლებს."

გამოცემის ცნობით, ეს გზა ჩეჩნეთის მაღალმთიანი რაიონის, სიტუმ-კალას ცენტრზე გადიოდა და რუსეთის მხრიდან ბლოკადის პირობებში, ჩეჩნებმა სწორედ მისი საშუალებით დააღწიეს თავი რუსულ ჯარს და საქართველოს მეშვეობით, გარესამყაროს დაუკავშირდნენ.

"მას სხვა დატვირთვაც აქვს - ეს გზა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძველ არქეოლოგიურ კომპლექსამდე, ცოი-პედამდეც მიდის. იქაურობა ამჟამად "მკვდარ ქალაქად" იწოდება. ასე რომ, ჩეჩნეთის ლიდერი შემთხვევით არ აქტიურობს ამ თემის გარშემო. ჯერ კიდევ 2014 წელს გამოვიდა იგივე ინიციატივით - ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მოულოდენლად გამოაცხადა, რომ "საქართველოსთან საავტომობილო და სარკინიგზო გზის მშენებლობა იგეგმებოდა. თუმცა, პროექტის განხორციელებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა", - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველში გზის აშენებასთან დაკავშირებული საფრთხეები მრავალგვარია, ძირთადი მიზეზი კი რუსეთისგან მომავალი რისკები და კადიროვის პერსონაა.

  • ქართული მხარე ჩენჩეთის ლიდერის ინიციატივას არ გამოხმაურებია. თუმცა, კადიროვის ინიციატივა ინტერნეტმომხმარებლებისთვის აქტიური განხილვის საგანი გახდა.

"რუსეთი რომ არც იყოს, უფრო სწორად, პუტინის რეჟიმი რომ არ არსებობდეს, როგორ შეიძლება რომელიმე ნორმალურ ქვეყანას ჩეჩნეთის ამჟამინდელ ლიდერთან გახსნილი მიმოსვლა მოუნდეს?! ეს ხომ იგივეა ბომბები შეიტანო ქვეყანაში და უკონტროლოდ დატოვო. თუმცა, პუტინი რომ არ იყოს, კადიროვი როგორ იქნებოდა?! ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა". ახლახან ხომ შესთავაზა, კიდევ ერთხელ იყარეო კენჭი, ცდილობს, თავისი გზებით ატაროს, აბა ჩრდილოეთ კავკასიაში საყრდენს ხომ არ გამოიცლის?" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ანატოლ ვილჩუკი.

"ვის რაში სჭირდება ეს გზა, როგორც ახალი თავის ტკივილი?! კადიროვმა იცის, რომ ეს პროექტი თავიდანვე ჩავარდნილია, მაგრამ პუტინს აწონებს თავს, როგორც რესპუბლიკასა და ქვეყანაზე დამაშვრალი ლიდერი. გუშინ განაცხადა, ვინც "სპუტნიკით არ აიცრება, ცუდად წაუვა საქმეო". ტირანთან ახლო მეზობლობა კი არა, ყველა გზა უნდა ამოქოლო, თავისი საცეცები არ აამუშავოს", - მიაჩნია ვლადიმირ შამრაის.

"როგორი პერსპექტიული შეთავაზებაა კადიროვის მხრიდან, როგორ შეიძლება ასეთი შანსის გაშვება?! ფაქტობრივად უმიზეზოდ ხოცავს ადამიანებს, სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის გამო, იქ ან ბოდიშს უხდიან თავიანთ ლიდერს, ან კვდებიან... საქართველომდე მოკლე გზაა და უამრავს ექნება გაქცევის მცდელობა, მერე რამზანი ქედს იქით დაუწყებს "მოღალატეს" ძებნას", - ირონიულად აღნიშნავს ალა გოლანსკაია.