ავტორი:

ერთი ვერსიით, ყიფიანმა საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც... - "კრიმინალური ავტორიტეტის" დაკავების ახალი დეტალები

ერთი ვერსიით, ყიფიანმა საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც... - "კრიმინალური ავტორიტეტის" დაკავების ახალი დეტალები

25 ივნისს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი საქართველოში კიევიდან ჩამოფრინდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8 საათის განმავლობაში ჰყავდათ ძალოვნებს ოთახში. როგორც შევიტყვეთ, სამართალდამცავები მოსამართლის განჩინებას ელოდებოდნენ. სწორედ ამ განჩინების საფუძველზე დააკავეს ის და შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

შს სამინიტროში ადასტურებენ, რომ ყიფიანი 18-109 მუხლით არის დაკავებული, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეს უკავშირდება. ძმებს 2019 წელს ორჯერ აუფეთქეს ავტომობილი. ამ საქმეზე უკვე გასამართლებულია 6 პირი, თუმცა, ბრალდებულების ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოში განაჩენები გასაჩივრებული აქვთ, რადგან ბრალდებულები ბრალს არ ეთანხმებიან.

გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდებოდა ორგანიზატორების გამოსავლენად. 15-ტომიან საქმეში რა მტკიცებულებები დევს ვატო ყიფიანის წინააღმდეგ, ეს ჯერჯერობით უცნობია. მის ადვოკატს მასალებს ბრალის წარდგენის შემდეგ გადასცემენ.

დაკავებული ყიფიანის ადვოკატი მარიკა ფხალაძე ადასტურებს, რომ ვატო ყიფიანი ფეიქრიშვილების საქმეზე მარტში დაიკითხა და ჩვენება მისცა. მაშინ ის საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. ადვოკატის თქმით, ყიფიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს და ყველა კითხვას პასუხი გასცა. ამ ორი თვის განმავლობაში რა შეიცვალა ამ საქმეში, რატომ წაუყენეს ბრალი ახლა, ამხელს თუ არა მას რომელიმე ბრალდებული მას, ამაზე პასუხი ჯერჯერობით ადვოკატს არ აქვს, სავარაუდოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ის უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებს.

ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი წლებია უკრაინაში ცხოვრობს. ერთი ვერსიით, ყიფიანმა საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ უკრაინამ კანონი მიიღო და დაიწყო დევნა ყველა იმ პირის, ვისაც "კრიმინალური ავტორიტეტის" სტატუსი აქვს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან დეპორტაციის პროცედურით გააძევეს.

"პირველ საათზე ჩამოფრინდა აეროპორტში, მას შემდეგ ყავდათ იქ საღამოს 8 საათამდე. უცებ შევარდნენ მოსამართლესთან, აიღეს განჩინება მის დაპატიმრებაზე. არადა, ის საქმის მასალები 15 ტომია. ძალიან მაინტერესებს როგორ მოასწრო მოსამართლემ ამ 15 ტომის გაცნობა ერთ საათში, ან რა გაარკვია, თან ეს გადაწყვეტილებაც რომ მიიღო. ორი თვის წინ ჩამოვიდა ჩვეულებრივ, ოჯახის წევრების სანახავად.....განაგრძეთ კითხვა

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა - კადრები სასამართლოდან

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები

ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია