ავტორი:

"ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - რა უთხრა მოსამართლემ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ

"ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - რა უთხრა მოსამართლემ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს - აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5000, 3000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულებიდან ბრალდებას არცერთი არ ეთანხმება.

"რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა", - ამ სიტყვებით რომან ხორავამ დაკავებულებს მიმართა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანამდე ბრალდებულებს უთხრა, რომ ის დღეს სახელმწიფოს წარმოადგენს და სწორედ სახელმწიფოს სახელით აფასებს მათ ქმედებებს.

„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, - განაცხადა ხორავამ.

სწორედ, მისი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატირმობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

"არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - პროკურატურა

ბათუმში, კაფეს დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა - მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს