ავტორი:

"პარკში ჩააგდეს საწყალი ბიჭი, ჯერ ლიფტში გაჭედეს, მერე გამოვარდნენ და კიბეზე ათრიეს..." - ვატო წერეთელი ლექსო ლაშქრავას გადასვენებაზე

"პარკში ჩააგდეს საწყალი ბიჭი, ჯერ ლიფტში გაჭედეს, მერე გამოვარდნენ და კიბეზე ათრიეს..." - ვატო წერეთელი ლექსო ლაშქრავას გადასვენებაზე

"TV პირველის" გენერალური დირექტორი ვატო წერეთელი გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის გადასვენებას "ფორმულასთან" იხსენებს. ვატო წერეთელი სამართალდამცავებს ლექსო ლაშქარავას ცხედრის "გატაცებაში" ადანაშაულებს:

"რაც ახლა აქ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, ასეთი რამ არც მინახავს, არც გამიგია. მიცვალებულის გატაცება - ასეთი რამ არ გამიგია... ერთი 30 პოლიციელი შემოვარდა, პარკში ჩააგდეს საწყალი ბიჭი, ჯერ ლიფტში გაჭედეს, მერე გამოვარდნენ და კიბეზე ათრიეს. წარმოუდგენელი ხდებოდა, რაც პოლიციამ აქ იკადრა. ხომ შეიძლება ვინმე მოსულიყო, დედას ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, დალაპარაკებოდა პოლიციელი ან ფსიქოლოგი, შესულიყო მის მდგომარეობაში, აეხსნა რა პროცედურები იყო... მე რაც ვნახე, წარმოუდგენელი იყო. მკვდრის გატაცება გააკეთეს", - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ოპერატორის ახლობლის განცხადებით, დედას არ სურდა, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ.

ოპერატორი ლექსო ლაქშარავა დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ