გაილახნენ ჟურნალისტები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ფაქტი მისაღები არ არის. მომხდარის გამომწვევ მიზეზებს, ალბათ, გამოძიება დაადგენს, - ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა განაცხადა, რითაც 5 ივლისის განვითარებულ მოვლენები შეაფასა.
როგორც მეუფემ აღნიშნა გამოძიების დასრულებას ელოდება, ხოლო საზოგადოებას წინასწარი დასკვნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
“უბრალოდ, მოძღვრები იყვნენ მისულები იმისათვის, რომ უმართავ სიტუაციაში მრევლის ნაწილი ანგარიშმიუცემელი ქმედებებისგან დაეცვათ. კადრები ჩვენც ვნახეთ და ერთი შეხვედით შეიძლება, აღიქმებოდეს, რომ იქ შეურაცხყოფაში სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართულები, მაგრამ არ არის სწორი ცილისწამება, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება.
რაც შეეხება, გაილახნენ ჟურნალისტები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს ფაქტი მისაღები არ არის. მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებს, ალბათ, გამოძიება დაადგენს. თუმცაღა, როდესაც ასეთი ხალხმრავალი შეკრებები ხდება, უკვე წინასწარ, ხელოვნურად მიმდინარეობს დაძაბული ფონის შექმნა, აქ ადამიანები სუსტები ვართ. დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ თავად ჟურნალისტები იქცეოდნენ გამომწვევად, კითხვებს სვამდნენ შეუსაბამოს. ამიტომ მომხდარის გამომწვევი მიზეზი გამოსაძიებელია. ბევრმა სასულიერო პირმა თქვა, ჟურნალისტები იქცეოდნენ თავად გამომწვევად. რა თქმა უნდა, ეს ცემას არ ამართლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე”, - განაცხადა მეუფე დავითმა.