ავტორი:

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე უსიმპტომო კორონავირუსისა და მძიმე პოსტკოვიდური სინდრომის შესახებ წერს, რომელიც პირადად გამოსცადა და რომელთან ბრძოლაც დღემდე უხდება.

"მინდა მოგიყვეთ ჩემი ამბავი! ეს ყოფილა საშინელება, როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია, ბოლომდე ვერ ახერხებ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას... ჩემი ფეხით მივვარდი საავადმყოფოში და იქ დაიწყო, რაც დაიწყო - აღმომაჩნდა ანტისხეულები და ესე იგი აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე, არც არაფერი - აი ასე უბრალოდ გადამიტანია და მორჩა! და სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები.

სამჯერ გავიკეთე ტესტი და საბედნიეროდ უარყოფითია, თუმცა პოსტკოვიდური სიმპტომები არანაკლებ საშინელება ყოფილა...

ჩვენი ექიმები არიან გმირები! ნამდვილი გმირები, რასაც მე ამ დღეებში საავადმყოფოებში ვუყურე და საკუთარ თავზეც გამოვცადე, ახლა სახლში ვარ, შედარებით უკეთ და გული მადლიერებით მაქვს სავსე, მინდა ყველას ვუთხრა როგორი ოქროა ნინო ნადირაძე. ნახეთ ის სამსახურში, ნახეთ როგორ ეფერებიან ის და მისი ექიმები პაციენტებს, როგორი თავგანწირვით ებრძვიან კოვიდს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და აღარასდროს გაგახსენდებათ სხვა არაფერი ნინოს ხსენებისას! დიდი მადლობა მის კლინიკას, ეკატერინე ხაჩიძეს, ასევე სხვა საავადმყოფოს ექიმებსაც მადლობა - გიორგი ვაშაძე, ქემერთელიძე, დიდი მადლობა, რომ ასე გადამყევით და ასე ზრუნავთ და ეფერებით ყველა ავადმყოფს!

ამ დღეებში ბევრი სიკეთე დამანახა ჩემმა პოსტკოვიდურმა თავგადასავალმა და არ შემეძლო ეს არ მეთქვა! და ყველაზე მთავრი - ძალიან ფრთხილად იყავით, ხალხო! არც ვიფიქრებდი, რომ კოვიდი მქონდა, ისე მოვიხადე და ახლაც გული მისკდება შიშისგან, რომ წარმოვიდგენ, ვინმე ჩემს გამო რომ დაავადებულიყო! ძალიან ფრთხილად იყავით! ჯანმრთელობა ყველას".