ავტორი:

მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა - მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა - მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ყოფილმა სიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ყოფილი ცოლი და სიმამრი, სიდედრი და ცოლისძმა კი დაჭრა.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მამა და 26 წლის ახალგაზრდა ქალი კი გარდაიცვალნენ. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა, როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, მამაკაცი ყოფილი მეუღლის ოჯახში დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცთან 26 წლის მეუღლე გაშორებული იყო. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. რა გახდა კონკრეტულად მისი ქმედების მიზეზი, მეზობლებს საუბარი უჭირთ. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

ავტორი: მარი ვარდოშვილი

"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები