ავტორი:

ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა - 21 წლის ქართველი ოლიმპიელი ტატამზე ატირდა

ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა - 21 წლის ქართველი ოლიმპიელი ტატამზე ატირდა

21 წლის ქართველი ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალია საქართველოდან, ეთერ ლიპარტელიანი (-57) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა და მეხუთე ადგილზე დარჩა. ეთოს თავი არ დაუზოგია ტატამზე, თუმცა ბევრად გამოცდილმა მეტოქემ სძლია. ახალგაზრდა ოლიმპიელის თავდადება დასაფასებელია. ქართველი გულშემატკივრებისთვის ნამდვილად რთულ იყო ტატამზე ატირებული ეთოს ნახვა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველ ეტაპზე ანგოლელ დიასონემა მუკუნგუის მარტივად, იპონით სძლია, მერვედფინალში კი გერმანელ ტერეზა შატილს აჯობა - შეხვედრის დასრულებამდე 11 წამი რჩებოდა, როცა მშვენიერი გდება გაუკეთა.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ფრანგ ლეონი სარა სისიკესთან დასანანად დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ვაზარით იგებდა და აქტიურიც იყო, საბოლოოდ კი დამატებით დროში მეტოქემ მაინც აჯობა.

ეთერმა რეპეშაჟში პოლონელი იულია კოვალჩიკი დაამარცხა. მასთან შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ქართველ ძიუდოისტს 2 გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ილეთი შეასრულა.