ავტორი:

თქვეს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, სავარაუდოდ, მოკლეს - ვინ იყო რუსეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომელიც ჰიბრიდული ომების ერთ-ერთ შემოქმედად მიიჩნევა?

თქვეს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, სავარაუდოდ, მოკლეს - ვინ იყო რუსეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომელიც ჰიბრიდული ომების ერთ-ერთ შემოქმედად მიიჩნევა?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (სამხედრო დაზვერვა - გე-ერ-უ) უფროსი იგორ სერგუნი 2016 წლის დამდეგს გარდაიცვალა. გარდაცვალების დღე, ადგილი და მიზეზი დაზუსტებით ცნობილი დღესაც არაა. იგორ სერგუნი 1957 წლის 28 მარტს დაიბადა. 1973 წლიდან საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების სუვოროვის სასწავლებლის კურსანტი გახდა. სერგუნი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში 1984 წლიდან მსახურობდა. 1998 წელს იმყოფებოდა ალბანეთში, რუსეთის საელჩოში, ოფიციალურად - სამხედრო ატაშეს რანგში, პოლკოვნიკის ჩინით, სინამდვილეში კი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის ლეგალური რეზიდენტი იყო.მომდევნო ათ წელიწადში საკმაოდ სწრაფი სამხედრო კარიერა ჰქონდა გე-ერ-უს ცენტრალურ აპარატში: იყო ერთ-ერთი მიმართულების უფროსი, სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი - მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შლიახტუროვის მოადგილედ დააწინაურეს.

2011 წლის 26 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგორ სერგუნი გე-ერ-უს უფროსად დანიშნა. 2012 წლის 31 აგვისტოს მას გენერალ-ლეიტენანტის, ხოლო 2015 წლის 21 თებერვალს - გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მკითხველს მოკლედ შევახსენებ, თუ რას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ფლაგმანი - მთავარი სადაზვერვო სამმართველო (იგივე გე-ერ-უ), რომელიც 100 წელზე მეტია, შიშის ზარს სცემს მსოფლიოს. გე-ერ-უ სხვა ქვეყნების ანალოგიური სპეცსამსახურებისაგან ბევრი კომპონენტით (აქ დადებითიც იგულისხმება და უარყოფითიც) იყო და არის გამორჩეული. რუსეთის (ადრე საბჭოთა) გე-ერ-უ არასდროს განიცდიდა დაფინანსების ნაკლებობას და კომუნისტური ხელისუფლება სამხედრო დაზვერვისთვის მატერიალურ, საკადრო და ფინანსურ რესურსებს არ იშურებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად გე-ერ-უს მუშაობის ეფექტიანობისა და მისი საბოლოო "სადაზვერვო პროდუქტის" ხარისხი ბევრად ჩამორჩებოდა მასზე გაწეულ დანახარჯებს. აშშ-ისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების სამხედრო დაზვერვებისგან განსხვავებით, გე-ერ-უ არასდროს იყო საშინაო თუ საერთაშორისო ნორმებისა და კანონების მორჩილი სპეცსამსახური. მისი მთავარი დევიზი იყო და არის: "მიზანი ამართლებს საშუალებას".

ამჟამად გე-ერ-უს რიცხოვნობა 12-15 ათას შორის მერყეობს. მისი სადაზვერვო რესურსები - რეზიდენტურები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, კონსპირაციული ბინები მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში, ახალი თანამედროვე შტაბ-ბინა მოსკოვის ცენტრში, ორ ათეულამდე სამეცნიერ-კვლევითი ინსტიტუტი, სასწავლო ცენტრები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე - მართლაც რომ შთამბეჭდავია. საგარეო დაზვერვის ხშირ მარცხს მიჩვეული რუსეთის ხელისუფლება "დაუმარცხებელი" და "შეუდარებელი" სამხედრო დაზვერვის - გე-ერ-უს ბოლოდროინდელ ჩავარდნებს ძალზე მწარედ აღიქვამს. ათწლეულების მანძილზე იქმნებოდა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის უძლეველობის მითი. იმპერიული აზროვნების რუსი პოლიტიკოსები არც ამჟამად მალავენ ამ საეჭვო სიამაყეს. თუმცა ქვემოთ დავრწმუნდებით, რომ საამაყო არაფერი აქვთ. კურიოზული ფაქტი, რის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, სცილდება უბრალო შეცდომას და დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების ღრმა სისტემურ პრობლემებს გვიჩვენებს. 2012 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე "გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი" გაიმართა, სადაც, ტრადიციისამებრ, მოქმედი და ვეტერანი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. გააგრძელეთ კითხვა