ავტორი:

"საქართველოში მის დაბრუნებას აქვს მიზეზი - მონატრებულ ბიძასთან უნდა" - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ძმიშვილზე, რომელიც შვეიცარიაში წარმატებული კომპოზიტორია

"საქართველოში მის დაბრუნებას აქვს მიზეზი - მონატრებულ ბიძასთან უნდა" - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ძმიშვილზე, რომელიც შვეიცარიაში წარმატებული კომპოზიტორია

ცოტნე გამსახურდია სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ექიმების თქმით, ახლა მას მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება. მის გვერდით მუდმივად არის მეუღლე ანა ჯაბაური, რომელიც ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად ავრცელებს.

ამჟამად ანა სოციალურ ქსელში მეუღლის წარმატებულ ძმისშვილზე, დემეტრე გამსახურდიაზე წერს, რომელიც შვეიცარიიდან ბიძის სანახავად ჩამოვიდა.

"ხელოვნება არის თავისუფლების სივრცე. სადაც წყდება ხელოვნება, იქ მთავრდება თავისუფლებაც - ამბობს და პანდემიის პირობებში, საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარისხის გაზრდაში საკუთარი წვლილის შესატანად შვეიცარიიდან ჩამოდის კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტი ძალიან წარმატებულია - კიდევ ერთხელ ატყვევებს დარბაზს საკუთარი კომპოზიციების საოცარი შესრულებით.თუმცა…

ერთი მთავარი მიზეზი კიდევ აქვს მის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც საჯაროდ არ ახმოვანებს (ასეა - იმის შესახებ მეტად გიჭირს ლაპარაკი, რაც ძალიან გტკივა) - მონატრებულ ბიძასთან უნდა ყოფნა.

თბილი, ზრდილი, ღრმა სულიერებისა და შინაგანი კულტურის, უნიჭიერესი, მზრუნველი და ყურადღებიანი - ასეთია ჩვენი Demetre Gamsachurdia , ევროპელი ქართველი, საუკეთესო გაგებით.ბრავო, Konstantine Gamsakhurdia , ასეთი შვილების გაზრდისთვის. ძნელი სათქმელია, რომელი რომელს სჯობს" - წერს ანა ჯაბაური.

ცნობისთვის, 33 წლის დემეტრე გამსახურდია კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟია. სამწლინახევრის იყო, როცა საქართველოდან შვეიცარიაში წაიყვანეს საცხოვრებლად, იქ გაიზარდა და საკმაოდ ცნობილი კომპოზიტორი გახდა.

ის კონსტანტინე გამსახურდიას შვილთაშვილი და ზვიად გამსახურდიას პირველი შვილიშვილია. მართალია, დემეტრეს შემოქმედებას საქართველოში ნაკლებად იცნობენ, მაგრამ შვეიცარიაში მისი მუსიკალური ნაწარმოებები ძალიან მოსწონთ და საკმაოდ ბევრი მსმენელიც ჰყავს.