ავტორი:

"გახსენით საველე აცრის პუნქტები... უთხარით მათ, რომ მოუწევთ მკაცრი სასჯელი, თუ ასე მოიქცევიან" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"გახსენით საველე აცრის პუნქტები... უთხარით მათ, რომ მოუწევთ მკაცრი სასჯელი, თუ ასე მოიქცევიან" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოში ბოლო პერიოდის კოვიდ ვითარებას ეხმიანება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ექიმმა კულუმბეგოვმა ადგილზე ჩასვლით ასობით მასწავლებელი დაარწმუნა აცრის სისწორეში, მანამდე სოფელ-სოფელ იარა.

წადით რეგიონებში. გახსენით საველე აცრის პუნქტები. ხალხს ჩაუყვანეთ კომპეტენტური ადამიანები და დაარწმუნეთ ისინი.

კოვიდიანი ხალხი რომ გარეთ დადის, ყველამ იცის. კონკრეტული ფაქტებია ცნობილი და უთხარით მათ, რომ მოუწევთ მკაცრი სასჯელი, თუ ასე მოიქცევიან და შემდეგ, საარჩევნო პოპულიზმისთვის აღარ მოუხსნათ ჯარიმები!

5679 ინფიცირება. 54 გარდაცვლილი."