ავტორი:

"დღე, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა პანდემიის დაწყებიდან... 81 წლის დედაჩემს დაუდგინდა კორონავირუსი" - რას წერს ანი გიუნტერი?

"დღე, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა პანდემიის დაწყებიდან... 81 წლის დედაჩემს დაუდგინდა კორონავირუსი" - რას წერს ანი გიუნტერი?

ტელეწამყვან ანი გიუნტერის დედას კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დედა 81 წლის ასაკშია, გადატანილი აქვს 2 ინსულტი და ინფარქტი, თუმცა კლინიკაში გადაყვანაზე უარი თქვა.

"დღე, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა პანდემიის დაწყებიდან.. 81 წლის ასაკში დედაჩემს აქვს გადატანილი 2 ინსულტი და ასევე ინფარქტიც. დღეს მას კორონავირუსი დაუდგინდა და მართლა სრულიად საქართველო ჩაერთო მის გადაყვანაში კლინიკაში... სამწუხაროდ უშედეგოდ.

ასე გადაწყვიტა მან და კარიც ჩაკეტა.. ჯერ კიდევ მაშინ,როცა სიტყვებით მაგებინებდა რა არის მისთვის მთავარი ცხოვრებაში. მეუბნებოდა, რომ მთავარია სხვას დაუტოვო არჩევანის თავისუფლება... გულწრფელად თვლიდა, რომ სულ რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდეს, ეს მისი ცხოვრებაა და მე მაქვს ჩემი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გამირთულდა 39 წლის განმავლობაში...

მაპატიე დე, რომ ასე ვიბრძვი შენს გადასარჩენად შენგან განსხვავებული მეთოდებით და გთხოვ, მოიკრიბე იმ შენს უძლიერეს თავში ძალა დაამარცხო ეს სასტიკი მოვლენა. შენი თხოვნის და გენეტიკის გათვალისწინებით მეც კვლავ მაგრად ვიდგები..." - წერს გიუნტერი.