ავტორი:

ლეო მესი ფრანგი ფანების წინაშე - ათასობით გულშემატკივარი და ემოციების ზღვა: შთამბეჭდავი კადრები პარიზიდან

ლეო მესი ფრანგი ფანების წინაშე - ათასობით გულშემატკივარი და ემოციების ზღვა: შთამბეჭდავი კადრები პარიზიდან

"ბარსელონას" ლეგენდას, ლიონელ მესის, რომელიც ახალი სეზონიდან ფრანგული კლუბის, "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში ითამაშებს, ფრანგმა გულშემატკივრებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

ფანების წინაშე მესი დღეს ოფიციალურად წარსდგა, მანამდე კი პარიზული კლუბის ფეხბურთელის სტატუსით პირველი პრესკონფერენცია გამართა.

მესიმ თქვა, რომ ის ახლა "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებებს.

"ჩემი მიზანი და ოცნება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაა. როცა ამდენი წელი ერთსა და იმავე კლუბში თამაშობ, ძნელია მისი შეცვლა, მაგრამ როგორც კი აქ ჩამოვედი, თავი ბედნიერად ვიგრძენი. მინდა ვარჯიში რაც შეიძლება მალე დავიწყო. ვგრძნობ, რომ კლუბი მზადაა ბრძოლისთვის და ტიტულების მოსაგებად" - აღნიშნა ფეხბურთელმა. საინტერესოა, რომ მესი თავის ახალ კლუბში 30-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ნახეთ ვიდეო - როგორი დახვედრა მოუწყვეს არგენტინელ ფეხბურთელს: