ავტორი:

80 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - ნინი გოგიჩაიშვილმა საყვარელი ბებია და ბაბუა პარიზში წაიყვანა (ფოტოები)

80 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - ნინი გოგიჩაიშვილმა საყვარელი ბებია და ბაბუა პარიზში წაიყვანა (ფოტოები)

მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა 80 წლის ბებიას, ნანა დათუნაშვილს ოცნება აუხდინა და მეუღლესთან ერთად პარიზში წაიყვანა სამოგზაუროდ.

„ბებო და ბაბუ, მეკოს ახდენილი ოცნება 80 წლის ასაკში“, - წერს ნინი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

ბებია-ბაბუის მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა მოდელის დამ ნანუკა გოგიჩაიშვილმაც.

„ჩემი პატარები, ყველას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრი გაახაროს. ნინიმ ბებოს 80 წლის ასაკში ოცნება აუცდინა და პარიზი ანახა“ - წერს ნანუკა, რომელიც ორსულობის ბოლო თვეებს მეუღლე ნიკა ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს.

„სიყვარულის ქალაქში ნამდვილად უმდა მოხვედრილიყვნენ!!! სიყვარული, აცრა და პარიზი, ორჯერ ვაქცინირებულები არიან...“ - წერს დედამთილ-მამამთილზე კომენტარებში ნათია ბანძელაძე.

მოდელების ნინის და ნანუკა გოგიჩაიშვილების ბაბუა ცნობილი მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გახლავთ. ოჯახმა ორი წლის წინ უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა, როდესაც გოგონების მამა, ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი დაიღუპა. ქალბატონი ნანა დათუნაშვილი ორი თვის წინ გადაცემა „პროფილში“ სტუმრობისას ამბობდა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრები ძალიან უფრთხილდებიან.

„სასაფლაოზე ვერ დავდივარ, ვერ ვხვდები, იქ რა მინდა, მაგრამ მაინც უნდა მივიდე, იქნებ ჩემ შვილს დედა უნდა“, - ამბობდა ნანა დათუნაშვილი.